1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „იუნიქ სთეი ჰოტელს“–ის განცხადება

R
უკვე 6 წელია გვაქვს სასამართლო დავა თურქეთის მოქალაქე ქემალ გაზიოღლუსთან, ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2006 წელს სამშენებლო ნებართვის გარეშე 3.5 მეტრის სიღრმის ქვაბულის ამოღებამ და მრავალი წლის მანძილზე კონსერვაციის გარეშე მიტოვებამაც დააზიანა ჩვენი კომპანიის კუთვნილი შენობა (რაც გასულ წელს „გააპიარა“ კიდეც აქედან გამომდინარე დამატებითი ზიანის სამართლებრივი შედეგებით!) და რაზეც სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილი 20–მდე საექსპერტო დასკვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მიერ შეკვეთილი დასკვნებიც, ცალსახად ადასტურებს ქემალ გაზიოღლუს ბრალს ჩვენი ქონების დაზიანებაში.

მას შემდეგ, რაც სასამართლოს ორმა ინსტანციამ ქემალ გაზიოღლუს ჩვენი კომპანიის სასარგებლოდ 952’899 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო მასთან მიმდინარე სხვა სასამართლო დავაზე მას დაეკისრა 110 000 ლარი ჩვენს სასარგებლოდ (რაზეც გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი), ქემალ გაზიოღლუმ დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოებით 2017 წლის 11 დეკემბერს გადაიტანა მისი პირადი და მისი კომპანიის მისამართები თბილისიდან ბათუმში, აქედან მეორე დღეს კი, 2017 წლის 12 დეკემბერს, „აჩივლებინა“ მისივე თანასოფლელ ვინმე ერდოღან ილმაზს 6 წლის წინანდელ არარსებულ 2 მილიონ დოლარ ვალზე, რომელ საქმეზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ერდოღან ილმაზის სარჩელზე ქემალ გაზიოღლუს მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის ფორმალური მიზეზით ჩვენთვის შეუტყობინებლად 2 თვის ვადაში მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გადასცა „ვალში“ ერდოღან ილმაზს ქემალ გაზიოღლუს ქონება (ზედ 400 000 დოლარი ჯარიმაც დააკისრა მოპასუხეს, რაზეც მას არც უდავია!!) და მოხსნა ჩვენი სარჩელის უზრუნველსაყოფად თბილისში დადებული მილიონიანი ყადაღა ქემალ გაზიოღლუს კომპანია „ეფორის“ მიწის ნაკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოსამართლეს ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტების გამო გასული წლის ოქტომბერში მისივე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ორი თანასოფლელი თურქის „დავაზე“ საქმის წარმოების განახლება საქმეში ჩვენი ჩართვით მოუწია, მისმა დაუსწრებელმა გადაწყვეტილებამ ჩვენ მოგვაყენა გამოუსწორებელი ზიანი, რამეთუ ერდოღან ილმაზმა ქემალ გაზიოღლუსთვის ქონების „ვალში წართმევის“ შემდეგ 2 სამუშაო დღეში ასევე დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოებით (სად ეჩქარებოდათ?!) „გადააფორმა“ ქონება ასევე მათივე თანასოფლელ ვინმე ქემალ ოზენზე, ვინც ახლა თავს „კეთილსინდისიერ შემძენად“ ასაღებს და ვისი ადვოკატიც, რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ასევე გახლავთ ქემალ გაზიოღლუს ჩვენთან მრავალი სასამართლო პროცესის წამგები ვექილი ხათუნა გრიგალაშვილი.

2013 წელს ქემალ გაზიოღლუსთან სასამართლო დავების დაწყების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებების და არაერთი საექსპერტო დასკვნის უგულვებელყოფით, მისი ბრალით დაზიანებული ჩვენი შენობის გამაგრების ნაცვლად, ქემალ გაზიოღლუს კომპანია „ეფორმა“ მოითხოვა და 2 კვირაში „მიიღო“ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან ჩვენს მიმდებარედ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად სამშენებლო ნებართვა, რაც არქიტექტურის სამსახურმა გასცა, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენს მიერ მათთვის წარდგენილი საექსპერტო დასკვნები ცალსახად მიუთითებდნენ ჩვენი შენობის გამაგრების აუცილებლობაზე, მის მიმდებარედ ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს დაწყებამდე. 2015 წლის აგვისტოში „ეფორზე“ გაცემული სამშენებლო ნებართვის შედეგად დაწყებულმა ქვაბულის ხიმინჯოვანი ფარდის მოწყობის სამუშაოებმა, როგორც ექსპერტები მანამდეც აფრთხილებდნენ არქიტექტურის სამსახურს, ახალი ბზარები გაუჩინა და დამატებით დააზიანა ჩვენი კომპანიის კუთვნილი შენობა. აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემდეგ, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 1 მარტის დადგენილებით ჯერ შეუჩერა „ეფორს“ სამშენებლო სამუშაოები, მოგვიანებით კი 2016 წლის 24 მაისს ქალაქ თბილისის მერმა თავისი ბრძანებით საერთოდ გააუქმა არქიტექტურის სამსახურის მიერ „ეფორზე“ კანონდარღვევით და საექსპერტო დასკვნების უგულვებელყოფით გაცემული სამშენებლო ნებართვა.

მერის აღნიშნული ბრძანება „ეფორის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქ–ნმა ანა ჩხეტიამ ის ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება „ეფორის“ წარმომადგენელ ხათუნა გრიგალაშვილს ამჯერად გასაჩივრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მოსამართლეა ბ–ნი გიორგი ტყავაძე), ის ამჯერად ასევე მოქმედებს „კეთილსინდისიერი შემძენი“ ქემალ ოზენის რწმუნებულებითაც, რომელმაც მიმდინარე წლის 8 იანვარს მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სამშენებლო ნებართვა იგივე მიწაზე და იგივე პროექტით (!!), რის საფუძველზე ნაწარმოებმა ქვაბულის ხიმინჯოვანი ფარდის მოწყობის სამუშაოებმაც 2015–16 წლებში ერთხელ უკვე დააზიანა ჩვენი შენობა. იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური და მისი უფროსი ბ–ნი თეიმურაზ ბოლოთაშვილი არ დაუშვებს იგივე გადაცდომას და არ გასცემს სამშენებლო ნებართვას ფიქტიურ მესაკუთრე ქემალ ოზენზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წელს დამტკიცებული ჩვენი შენობის გამაგრების პროექტის განხორციელებამდე, რაში ფულის გადახდაც ქემალ გაზიოღლუს აგრერიგად არ სურს და რაშიც მას „უანგაროდ“ ეხმარება სხვადასხვა ინსტანციებში თურქი „ინვესტორის“ ფულის ჩამომრიგებელი მისი ე.წ. ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი „ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ“ ქემალ გაზიოღლუს, ერდოღან ილმაზის და ქემალ ოზენის საზღვრისპირა მშობლიურ ხოფაში 2013 წელს ვითომ ხელმოწერილი ნოტარიულად დაუმოწმებელი ხელშეკრულებით „ეფორის“ ჩვენს მიერ დაყადაღებული ბოლო ქონების სამი თანასოფლელი თურქის ხელში რამოდენიმე დღიანი ინტერვალით „მოგზაურობის“ შემდეგ და ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ამჟამად თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას სისხლის–სამართლის საქმეზე ხათუნა გრიგალაშვილის, ქემალ გაზიოღლუს, მუზაფერ გაზიოღლუს, ერდოღან ილმაზის, ქემალ ოზენის და სხვათა მიმართ ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების მუხლით, რომელზეც ჩვენების მისაცემად უკვე 7 თვეა ისინი არ ცხადდებიან... მეტიც, ე.წ. „ადვოკატი“ ხათუნა გრიგალაშვილი გამომძიებელს და პოლიციის თანამშრომლებს „ვეტერინარებად“ მოიხსენიებს, რასაც სავარაუდოდ საქმეზე გამომძიებლის „ზოოვეტის“ დიპლომით ხსნის.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ხათუნა გრიგალაშვილის შეფასებები მცდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს კვალიფიციური „არავეტერინარი“ კადრები, ვინც შეძლებს ჩვენს მიერ მოძიებული მათთვის წარდგენილი ფაქტების გონივრულად გამოყენების და ნება–სურვილის ვითარებაში ჩვენთვის ზიანის მომყენებელ სამ თანასოფლელ თურქს და მათ ვექილს ქართულ მართლმსაჯულებაზე და სამართალდამცავ ორგანოებზე განსხვავებულად აფიქრებინონ. აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო (მომხსენებელი–მოსამართლე ქ–ნი ნინო ბაქაქური) დროულად განიხილავს „ვალებიანი“ თურქი „ინვესტორის“ საკასაციო საჩივარს ქემალ გაზიოღლუს ბრალით დაზიანებული ჩვენი შენობის საქმეზე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამის შემდეგ ჩვენ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის „დამსახურებით“ ერდოღან ილმაზს და ქემალ ოზენსაც უნდა ვედავოთ ქემალ გაზიოღლუს გადამალული ქონება რომ უკან დაუბრუნონ და რისი დასაბუთებაც შენობის დაზიანებაზე, 6 წლის მანძილზე დავის განმხილველ „მრავალი წარმატებული რეფორმის“ განმახორციელებელ „ეფექტურ მართლმსაჯულებას“, იმედს ვიტოვებთ, რომ არ გაუჭირდება. (პირველ ინსტანციაში მოსამართლე თამარ ლაკერბაიადან დაწყებული, ვისი 30.03.2018 წლის განჩინებითაც ყადაღა ადევს ქემალ ოზენის ფიქტიურ საკუთრებაში მყოფ ქემალ გაზიოღლუს ხათუნა ბოლქვაძის მონაწილეობით გადამალულ ქონებას).

საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ იუსტიციის საბჭოში ჩვენ შეტანილი გვაქვს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის მიმართ და ველოდებით იუსტიციის საბჭოს პოზიციას ზემოაღნიშნულ სავარაუდო დანაშაულში ხათუნა ბოლქვაძის როლზე, მათ შორის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე–წევრის ირაკლი შენგელიას პოზიციას, ვინც სამი თანასოფლელი თურქის და მათი „ადვოკატის“ თაღლითებად და ხათუნა ბოლქვაძის მექრთამედ მოხსენიებისთვის ჩვენი კომპანიის დირექტორს 800 ლარიან ჯარიმებს უწერს (როდის მერე გახდა სასამართლოში სიმართლის თქმა დასჯადი?!) და რის გადახდაზეც ჩვენ პრინციპულად უარს ვაცხადებთ. შესაბამისად ქემალ გაზიოღლუსთან მიმდინარე ან დასრულებულ 7 სასამართლო დავაზე მომუშავე „ეფექტური მართლმსაჯულების“ 30–მდე მოსამართლეს (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია ხათუნა ბოლქვაძისგან განსხვავებით) ყველას გიწვევთ სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარის შეურაცხყოფისთვის დამწყები მოსამართლე ხათუნა კაკაბაძის, ასევე ხათუნა ბოლქვაძის და ირაკლი შენგელიას გამოწერილი ჯარიმის თანხების ამოსაღებად სააღსრულებო ბიუროს მიერ გასამართ აუქციონებში მონაწილეობის საჯაროდ მისაღებად, რომელთა თარიღებსაც დამატებით შეგატყობინებთ.

მივმართავთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომელმაც გასული წლის ივნისში პოლიტიკური ქვეტექსტით და არაობიექტურად გააშუქა ვალებიან თურქ „ინვესტორთან“ მიმდინარე სასამართლო დავა, რა დროსაც ჩვენი კომპანიის დირექტორის „ოცნების“ დეპუტატთან ნათესაობაზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე დავის არსსა და რეალურ შინაარსზე. ქემალ გაზიოღლუს მიერ მედია–საშუალებებით (უპირველესად) „რუსთავი 2“–ით გაჟღერებულ ცილისწამებებზე ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ქ–ნი თეა ბერაია) და მიუხედავად იმისა, რომ შესაგებლის წარმოდგენის ვადები ქემალ გაზიოღლუს კარგა ხანია გაუვიდა, ჩვენ არ ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად.

საჯაროდ მივმართავთ ქემალ გაზიოღლუს და მის ე.წ. „ადვოკატს“ ხათუნა გრიგალაშვილს წარმოადგინონ შესაგებელი და იმართლონ თავი სასამართლოში იმ ცილისწამებებზე, რაც მათ გასული წლის ივნისში გამართულ ე.წ. ბრიფინგზე გააჟღერეს. აქვე პირდაპირ ეთერში ტელედებატებში საჯაროდ კიდევ ერთხელ პირადად ვიწვევთ ქემალ გაზიოღლუს, რათა საზოგადოებამ ობიექტურად შეაფასოს მისი „სიმართლე“, რისაც როგორც ჩანს, თავადვე ისე ეშინია, რომ პოლიციის გარდა პირდაპირ ეთერში სასაუბროდ ჩვენც გვემალება.

„გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“ მოვუწოდებთ შეეშვან სასამართლოში დამარცხებული ვალში „ქონებაწართმეული“ თურქი „ინვესტორის“ ადვოკატობას და ბნელ ოთახში კატის ძებნას... ხოლო თუ მაინცადამაინც აღნიშნული აგრერიგად გიტაცებთ, „ადვოკატი“ ხათუნა გრიგალაშვილი „ოცნების“ დეპუტატზე მორიგი პოლიტიკური შოუს დასადგმელად როცა გამოგიძახებთ, ჰკითხეთ მას პირადად თუ რა მოხდა ბათუმში, რატომ არ მიდიან პოლიციაში დაკითხვებზე ის და მისი მარწმუნებლები ქემალ გაზიოღლუ და ქემალ ოზენი და ხომ არ აღმოაჩნდებათ აღნიშნულ „ინვესტორებს“ მათი „ადვოკატის“ ჯადოქრობით ახალი ვალები 7–ვე სასამართლო პროცესს როცა მოვუგებთ?! ასევე მისგანვე დაინტერესდით ხათუნა ბოლქვაძის პერსონით და იმ თაღლითური სქემით, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხორციელდა... მსგავსი პრეცედენტის დაშვება საერთოდაც რომ უსარგებლოს ხდის თავად სასამართლოს და მოსამართლეთა არსებობის იდეას მილიონიან ყადაღას თანასოფლელების გამოგონილ დავაში მანტიაჩაცმული (ვინ აცმევს ან რატომ არ ხდის?!) ხათუნა ბოლქვაძეები 2 თვეში, როცა „უანგაროდ“(?!) აუქმებენ და რისი გაგება და ამოცნობაც ბ–ნ ნიკა გვარამიას (ვისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დაინიშნა მოსამართლედ ხათუნა ბოლქვაძე), როგორც იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, წესით არც უნდა გაუჭირდეს („ოცნების“ დეპუტატის შავი პიარის იქეთ ცოტა სიმართლეც თუ აინტერესებს რა თქმა უნდა).


R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები