1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვიმედოვნებთ, პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება“ - ევროკავშირის ელჩი TBC-ის საქმეზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი TBC ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. 

„რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ, საიმედოდ და სტრუქტურულად წარიმართება. „თიბისი ბანკის“ როლი როგორც - მოქალაქეების, ისე ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობაში დიდია“, - განაცხადა ელჩმა. 

რაც შეეხება არსებული პროცესების გავლენას საფინანსო გარემოსა და სექტორზე, კარლ ჰარცელის განმარტებით, ამას ალბათ თავად ბაზარი გვაჩვენებს. 

როგორც ელჩმა bm.ge-თან საუბარში განაცხადა, მისი ინფორმაციით ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ მიმართ ბრალდებებს კონკრეტული რეაქცია უკვე მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები