1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვისოლმა" რუსთაველის თეატრთან ერთად "შობა ტიფლისში" საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

"ვი­სოლმა" სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ვე­ტე­რან­თა ბავ­შვე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან ერ­თად "შობა ტიფლისში"  საქ­ველ­მოქ­მე­დო ჩვე­ნე­ბას უმას­პინ­ძლა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ ბავ­შვე­ბის­თვის და მო­ზარ­დე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბათ სა­ზო­გა­დე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, სა­შობაო ჯადოსნური გა­რე­მო შე­ექ­მნათ.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ ­სა­ა­ხალ­წლოდ კიდევ ერთხელ ვუ­მას­პინ­ძლოთ სოციალურად დაუცველ. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქონე ბავშვებს და ვე­ტე­რა­ნე­ბის შვი­ლებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად ჭირდებათ. ეს არის ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. „ვისოლი“ რუსთაველის თეატრთან ერთად უკვე მეოთხე წელია საქველმოქმედო საშობაო ჩვენებებს მასპინძლობს, რომ ბავშვებს, რომელთაც არასოდეს ქონიათ შესაძლებლობა ეხილათ სპექტაკლი რუსთაველის თეატრში, საშუალება მისცეს ეზიარონ მაღალ კულტურას და სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად ჯადოსნურ გარემოში შეიგრძნონ“, - გა­ნა­ცხა­და "ვი­სო­ლის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ ხო­რა­ვამ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის "ქვი­შის სა­ა­თის", "ვორლდ ვი­ჟე­ნის", "ბერი ან­დრი­ას ფონ­დის", "კა­რი­ტა­სის", "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის", "ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე სპექ­ტაკლ „შობა ტიფლისში“ მსახიობებმა იზრუნეს. ინსცენირების ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე.

სპექტაკლში ძველი თბილისის ამბებია გაცოცხლებული თავისი ხუმრობებით და ოინებით იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს სრულდებოდა. ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები – სპექტაკლში იხსენებენ წარსულს და აჩვენებენ დღევანდელობასაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები