1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

m² -მა ჭავჭავაძის გამზირზე ახალ კომპლექსი და სკვერი გახსნა

ახალი სკვერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება   

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ჭავჭავაძის გამზირზე (N50), ახალ საცხოვრებელ კომპლექსთან - „ ჭავჭავაძეზე“  ერთად სკვერი გახსნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საზეიმო გახსნა წინასაახალწლო განწყობით 26 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ კომპლექსის მობინადრეები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მედია. 

-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „ ჭავჭავაძეზე“  მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს  დასრულდა. პროექტს გამოარჩევს მისი მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა. უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს დაზოგონ კომუნალური ხარჯები. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანია შენობის 2-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმილი. 10-სართულიან კომპლექსში ბინების 100% უკვე გაყიდულია, სადაც პირველი სართული გათვალისწინებულია კომერციული ფართისთვის.  

-ის  მიერ რეაბილიტირებული სკვერი, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, ნებისმიერი მოქალაქისთვის ღიაა. სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის დაიგო ქვაფენილი, გამწვანდა და შენარჩუნდა  არსებული ხეები, დამონტაჟდა სანათები და ბაღის სკამი, განთავსდა  ურნები  ხის და მეტალის კონსტრუქციით. სკვერში გათვალისწინებულია საბავშვო ატრაქციონების სივრცე და ტერიტორია სრულიად  ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარს, ხოლო სკვერის რეაბილიტაციისა და მოწყობის  ჯამური ხარჯი კი  85 400 ლარს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები