2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა

მაისში, საქართველოში  პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გამოჩნდა. ეს არის ყოველდღიური ფინანსების მართვის აპლიკაცია ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც არსებობს მხოლოდ მობილურტელეფონში.

 

სფეისმა პირველმა შემოიტანა საბანკო ბაზარზე ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ყველა ბანკის ბარათის მიბმის შესაძლებლობა აპლიკაციაში, გადარიცხვები ნებისმიერ ბანკში 24/7-ზე, სხვადასხვა მესენჯერით ან მეილით თანხის გაგზავნა და ა.შ.

სფეისით შესაძლებელია კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება. სფეისში ასევე შეგიძლიათ  ონლაინ სესხი 2 წუთში დისტანციურად აიღოთ. 

 

დეკემბერში სფეისმა კიდევ ერთხელ განაახლა აპლიკაცია. კომპანიაში აცხადებენ, რომ  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლის უკუკავშირს და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას. ამიტომ, აპლიკაციის ყოველ განახლებაში ცდილობენ, მიღებული რჩევები და სურვილები გაითვალისწინონ.

 

საახალწლოდ სფეისს კიდევ 2 პროდუქტი დაემატა:

 

სფეის სტიკერი

 

როგორც სფეისში ამბობენ, ციფრული ბანკის მომხმარებლებისგან იყო თხოვნა, რომ გადახდა კიდევ უფრო გამარტივებულიყო. იყო ინიციატივები, NFC ფუნქციის დამატებაზეც. "სამწუხაროდ, ეს ფუნქცია ყველა ოპერაციული სისტემისთვის ჯერ არ არის ადაპტირებული, მაგრამ, ხელი არ ჩაგვიქნევია, გამოსავალზე დავიწყეთ ფიქრი და გამოვუშვით სფეის სტიკერი”,  - ამბობს სფეისის პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე. სფეის სტიკერის დახმარებით, გადახდის პროცესი ბევრად გამარტივდება. სტიკერი შეგიძლიათ დააკრათ მობილურს და  უკონტაქტო მკითხველით გადაიხდით და გაანაღდებთ ბანკომატიდან თანხას.

 

პირველად საქართველოში ვიზა სტიკერის შეძენა პირდაპირ სავაჭრო აპარატებიდან იქნება შესაძლებელი. აპარატები  ამ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტში იქნება განთავსებული. სტიკერის შეკვეთა ასევე შესაძლებელი იქნება აპლიკაციიდან და მას ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ სფეისის კურიერები. რაც შეეხება სტიკერის გააქტიურებას, ეს პროცესიც სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციიდანვე არის შესაძლებელი.

 

სფეის სტიკერის ღირებულება 10 ლარია. "მას შემდეგ, რაც სტიკერს აპლიკაციით გააქტიურებთ, მომენტალურად tkt.ge -ის 10 ლარიან ვაუჩერს მიიღებთ”, - გვითხრეს სფეისში.

 

QR განვადება

 

როგორც წესი, განვადების პროცესი ლოდინთან, დოკუმენტებზე ხელის მოწერასთან და ბიუროკრატიასთან ასოცირდება. „სწორედ ამ მიდგომის შეცვლა გვინდოდა, როცა დავიწყეთ მუშაობა ახალ პროდუქტზე  - QR განვადებაზე. სფეისის დახმარებით, ქართულ ონლაინ მაღაზიებში სასურველი ნივთების შეძენა უკვე QR განვადებით იქნება შესაძლებელი.“ - ამბობს გიორგი.

 

პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: შედიხართ ვებ-გვერდზე და ირჩევთ სასურველ ნივთს, აჭერთ სფეისით გადახდას, აპლიკაციიდან გადაუღებთ QR კოდს და სულ რამდენიმე წამში მიიღებთ პასუხს, რა ოდენობის განვადება დაგიმტკიცდათ და რა პირობებით. ამ ეტაპზე  სერვისით სარგებლობა  რამდენიმე ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ახალი პარტნიორები  ეტაპობრივად დაემატება.

 

როგორც სფეისში ამბობენ, QR განვადების უპირატესობა  ის არის, რომ პროცესი მთლიანად ონლაინ ხდება. თუ სხვა შემთხვევაში  ბანკის ფილიალში მისვლა ან კურიერის ლოდინი უწევდა მომხმარებლებს, სფეისის დახმარებით განვადების პროცესი სულ რამდენიმე წამში დასრულდება.

 

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფეისს, ნომერზე  - 2 711 711-ზე ან მისწეროთ ფეისბუქ გვერდზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები