2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ვენდი” და “დანკინი” 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება

თბილისი, 21 დეკემბერი, 2018 – „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, #54 - ში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, „დანკინის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფo“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც “ვენდისა“ და  „დანკინის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს. 

“ახალი „დანკინის“ რესტორანი  თავისი ერგონომიკით აბსოლუტურად განსხვავებულია “დანკინის” ყველა  სხვა რესტორნისგან. დანკინის ამ რესტორნის შექმნა „ლოფტის“ სტილში გადაწყდა და ის მართლაც უნიკალური გამოვიდა. როგორც ამას “ლოფტის” სტილი ითვალისწინებს, ამ რესტორანში ყველაფერი მოსახერხებელი, პრაქტიკული და ეფექტურია. „ლოფტი“ ამერიკული წარმომავლობისაა. მას ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან დაედო სათავე. ჩვენმა დიზაინერებმა თბილისის ამ ძველ უბანში საგანგებოდ გაასუფთავეს კედლები აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს და რესტორნის მოსაწყობად უმთავრესად ნატურალური მასალები გამოიყენეს. “დანკინის” ამ რესტორანში ნახატებიც განსაკუთრებულია და ისინი “დანკინის” თემატიკაზეა სპეციალურად შექმნილი. რაც ყველაზე მთავარია, ძალზედ სასიხარულოა, რომ პირველი წუთებიდანვე ამ რესტორანმა მიიპყრო როგორც ქართველი ასევე უცხოური ტურისტების ყურადღება.  რესტორანში სრულიად ოჯახური გარემოა შექმნილი” აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

“დანკინი” უდაო ლიდერია საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში. კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება რებრენდინგის შემდგომ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში “დანკინ დონატსის” რესტორნები მომავალში  “დანკინის” ბრენდით იქნებიან წარმოდგენილები აცხადებს” მშვილდაძე.

გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის “დანკინი” შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, “დანკინის” რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% კი ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება “დანკინის” რესტორნებს. „ვენდის“ რესტორნებისთვის კი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2017 წლიდან პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი საქართველოში მზადდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...