2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

21 დეკემბერი, 2018- საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი სტუდენტური პროგრამის “ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. 

საქართველოს ბანკი წელს უკვე მესამედ აცხადებს ლიდერატორის პროგრამას, რომელიც III და IV კურსის ბიზნესის ადმინისტრირები/ფინანსების/მენეჯმენტის წარმატებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, 11 თვის განმავლობაში დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები ქვეყნის წამყვან ბანკში. პროგრამა „ლიდერატორი“ გულისხმობს სპეციალურად სტუდენტის საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგ პროგრამებსა და როტაციებს შემდეგ ხუთ მიმართულებაში: კორპორატიული საბანკო მომსახურება; საკრედიტო რისკები; ფინანსები; მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურება.

სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკა გაიარონ საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანია  „გალტ ენდ თაგარტში“. საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება ინდივიდუალურად მიმაგრებული მენეჯერული პოზიციის მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებს და უკუკავშირს.   

პროგრამის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. „ლიდერატორის“ წინა ორი პროგრამის ყველა მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის ან „გალტ ენდ თაგარტის“ თანამშრომელია. 

„განათლებისა და დასაქმების  მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ  სტუდენტებს  პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. 

საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარადაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...