2 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში გამოიფინება ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს.

გალერეის მიზანია ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარება როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მოეწყობა ხუთი,  საქართველოს სახელოვნებო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები იქნებიან. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად,  Erti Gallery და SOLO პროექტის მიზანია საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს, ამით კი დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ.

„SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. SOLO - ს სურს, დანერგოს მიდგომა, რომ ხელოვნება არის კარგი ინვესტიცია, გარდა სხვა სტანდარტული გზებისა. სწორედ ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

 

SOLO-სა და Erti Gallery-ს პარტნიორობით უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება. ხელოვნების ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა ჰაიკე ფილბრუგემ და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა არტისტმა,  ლუკა ლასარეიშვილმა  SOLO Education - ის ფარგლებში  თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვნებაში ინვესტირების თემაზე სოლოებისთვის სემინარი გამართეს.

 

ინფორმაციისთვის: Erti Gallery დაარსდა 2015 წელს თბილისში, მისი მიზანია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარება, ქართველი ხელოვანებისათვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობების შექმნა თვითგამოხატვისათვის და საერთაშორისო არტ სცენაზე რეალიზებისთვის. გალერეა აქცენტს აკეთებს ხელოვნებაზე რომლის საწყისიც ინოვაციურია, ახდენს ძლიერ ვიზუალურ და კოგნიტიურ ზეგავლენას და ეხება თანამედროვე ცნობიერების აქტუალურ საკითხებს. გალერეის პროგრამა მრავალ მედიუმს მოიცავს - ფერწერიდან დაწყებული, ფოტოგრაფიით, ვიდეო არტით და ინსტალაციებით დამთავრებული. გალერეა აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პრესტიჟულ ბაზრობებზე როგორიც არის: Art Geneve, Vienna Contemporary, NADA Miami, Art Dubai, Photo Basel, Cosmoscow.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...