2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ჯგუფი ელექტრონულ კომერციას ავითარებს

თიბისი ჯგუფი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლათფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას. 

Vendoo ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100 პროცენტიანი წილიც თიბისი ჯგუფმა შეისყიდა. Swoop ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიაა. იგი დარჩება ცალკე ბრენდად და გააგრძელებს იმავე საქმიანობას. არსებულ მომხმარებლებს კი შეეძლებათ ორივე ბრენდის ვებგვერდის მომსახურებით ისარგებლონ. 

„ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს  უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.  Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი, შევუქმნით ღირებულ ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ  შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას. ციფრული სავაჭრო პლატფორმა დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლათფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის. 

ელექტრონული კომერცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ახალი ციფრული პლატფორმა Vendoo ერთი მხრივ, გაუადვილებს მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენას, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...