2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია HUAWEI-მ ჩრდილოეთის ნათება სიმფონიად გარდაქმნა

როგორი ხმა აქვს სინათლეს? ეს იყო ამაღელვებელი კითხვა, რომელიც კომპანია Huawei-ს წარმომადგენელმა მასთან ერთად მომუშავე შემოქმედებით გუნდსა  და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებს დაუსვა...ამის შემდეგ,  მათ შექმნეს ამბიციური პროექტი, რომელმაც   ჩრდილოეთის ნათება, სინათლის მოძრაობის შესწავლისა და დაკვირვების გზით  ტკბილხმოვან სიმფონიად გარდაქმნა და საზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში წარუდგინა.

 

კომპანია HUAWEI-ის თანამშრომლების ამოცანა იყო გადაეღოთ ჩრდილოეთის ნათება ნორვეგიაში და ემუშავათ მასზე HUAWEI Mate20 Pro-ს  ხელოვნური ინტელექტით, რათა  აღმოეჩინათ ფოტოზე ასახული ნათების ძირითადი ელემენტები და შემდეგ, ესე ელემნტები გარდაექმნათ მელოდიად.

შემოქმედებითი გუნდის მთავარი გამოწვევა იყო შეექმნათ აუდიო-ვიზუალური პროდუქტი, რომელიც აქამდე უცნობი ჩრდილოეთის ნათების ენით კიდევ ერთხელ დადასტურებდა უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.

 

ყველაფერი  ასე დაიწყო.... ღია ცის ქვეშ, ტრომსოს ღამის ცაზე, ნორვეგიაში, კიეტილ სკოგლი და მრავალი ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი, მარკ სეიფრიდსი, ეძებდნენ და იღებდნენ ჩრდილოეთის ნათებას. ამის შემდეგ მარკი მუშაობდა HUAWEI Mate20 Pro-ს  ხელონვურ ინტელექტთან ერთად, რათა მოგროვებული მასალისგან შეექმნა სიმფონია. როცა კომპოზიცია შეიქმნა, ჯეიმს შერმანმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტორმა,  ის ორკესტრთან ერთად  ვენაში,  ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში შეასრულა. მან აღნიშნა, „ჩემი მიზანია შევქმნა, შთავაგონო და მიმართულება მივცე სიმფონიის შესრულებას და  ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სიცოცხლე შთავბერო მას. შევქმნა შეგრძნება, თითქოს ჩრდილოეთის ნათება გვესაუბრება მუსიკის მეშვეობით.“  

 

კომპოზიტორმა მარკ სეიფრიდსმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობამ მუსიკაში, ხელმისაწვდომი გახადა კრეატიული შესაძლებლობების სრულიად ახალი სპექტრი:  „ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია აღიქვას ჩრდილოეთის ნათება და მოახდინოს მისი ანალიზი ფერის, ზომის, ფორმის და სიჩქარის მიხედვით. შემდეგ იგი ახდენს მუსიკის ვარიაციების გენერირებას იმის მიხედვით თუ რას დაინახავს. ამიტომ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აღიქვამს სინათლის ძლიერ ნათებას, მას შეუძლია ხმების მოდულირება, რათა ასახოს კომპოზიციის ინტენსივობა. ამის შემდეგ მე შემიძლია გამოვიყენო შექმნილი ელემენტები სიმფონიაში.

 

სინათლის ხმა იყო ერთთვიანი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ   ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამოიკითხოს ფოტოები და შექმნას ახალი ჟღერადობები.

თუ როგორი ჟღერადობა აქვს ჩრდილოეთის ნათებას - ამ კითხვას პასუხი  HUAWEI Mate20 Pro-ს უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით  უკვე გაეცა.

 

სინათლის ხმის სიმფონიის წარდგენის ღონისძეიბას ვენაში 300-ზე მეტი ადამინი ესწრებოდა, მათ შორის იყვენენ მედიის წარმოამდგენლებიც. სიმფონია, სინქრონული ორკესტრის მიერ,   ჯეიმს შერმანის ხელმძღვანელობითა შესრულდა.

 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...