2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება ბანკის 2019 წლის ამბიციური გეგმები და სტრატეგია

10 დეკემბერი, 2018 - საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი, კახაბერ (კახა) კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში თავის პოსტს დატოვებს. სამეთვალყურეო საბჭო ამ პერიოდში გამოაცხადებს ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას. კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა, მანამდე კი მან კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში, კახა ასევე იკავებდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს 10 წლის განმავლობაში. 

კახა კიკნაველიძის საქართველოს ბანკში, გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნისას, განხორციელდა და დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. საინვესტიციო და საბანკო აქტივების წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ - საქართველოს ბანკი 100%-ით ფოკუსირებულია საბანკო საქმიანობაზე და 2019 წლისთვის დასახული აქვს ამბიციური გეგმები და სტრატეგია. რაც ნიშნავს, რომ ბანკი კიდევ უფრო აქტიურად იმოქმედებს ბაზარზე, საინტერესო ცვლილებებით - წარმატებისა და წინსვლისთვის.

 „ყველაზე მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან BGEO-სთან საქართველოს ბანკის წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ კახა კიკნაველიძემ შეძლო, საქართველოს ბანკს მიეღწია მისი ძირითადი მიზნებისათვის. ეს არის მაღალი ფინანსური მაჩვენებლები და დაკრედიტების ზრდა, მნიშვნელოვანი კორპორაციული თუ ნორმატიული ცვლილებების ფონზე. საქართველოს ბანკის სამეთავლყურეო საბჭომ კახა კიკნაველიძესთან ერთობლივი განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სწორედ ახლა არის სწორი დრო, რათა არჩეული იქნას ახალი გენერალური დირექტორი, ბიზნესის ახალ საფეხურზე ასაყვანად. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას და მომგებიანობის შენარჩუნებას. მინდა მადლობა გადავუხადო კახას მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული პროექტებისთვის. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის განვითარებაში და მის წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ის რჩება ჩვენთან და შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე“,- განაცხადა ნილ ჯანინმა, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.  

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ბანკის წარმატებული ისტორიის ნაწილი და მეხელმძღვანელა შესანიშნავი გუნდისთვის, 2 წლის განმავლობაში. საქართველოს ბანკი გამოირჩევა სამეწარმეო კორპორატიული კულტურითა და მაღალპროფესიული კადრებით. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ბანკის  სამომავლო განვითარების დიდი საფუძველი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ ადამიანს ვისაც საქართველოს ბანკის გუნდის წევრი ჰქვია და ვუსურვო წარმატება!“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...