2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ „მომავლის არქიტექტურაზე“ მასტერკლასი გამართა

ა/წ 4 დეკემბერს 19:00 საათზე სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში“ კომპანიამ „უძრავი ქონება“ ცნობილ იტალიელ არქიტექტორს უმასპინძლა. მიკელე დე ლუკიმ „მომავლის არქიტექტურაზე“ მასტერკლასი გამართა. 

ღონისძიებას  სტუდენტები, არქიტექტორები, ურბანისტები, ქალაქმშენებლობის სფეროს წარმომაგდენელები  და ჟურნალისტები დაესწრნენ. 

m² საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში,  მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. სწორედ ამას უკავშირდება იტალიელი არქიტექტორის ვიზიტი საქართველოში. მიქელე დე ლუკის ავტორობით m² თელავსა და ახაშენში ახალი სასტუმროების მშენებლობის პროექტირებაზე მუშაობს. 

ცნობილი არქიტექტორის სახელს უკავშირდება უამრავი მსხვილი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის არის ვენეციისა და მილანის დიზაინის სკოლების საპატიო პროფესორი და არაერთი ჯილდოს მფლობელი. მისი კარიერის მანძილზე მან მრავალი პროექტი განახორციელა საქართველოში, მათ შორის არის მშვიდობის ხიდი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში. 

„მე მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში მოხერხდა და მიკელე დე ლუკი დაგვთანხმდა მასტერკლასის ჩატარებაზე. მისი ხედვა ცალსახად ძალიან საინტერესო უნდა იყოს ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, სამშენებლო და დიზაინის  სფეროს პროფესიონალებისთვის. ჩვენ მასთან თელავისა და ახაშენის სასტუმროების პროექტირების ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მიმაჩნია, რომ ორივე პროექტი იქნება ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეგიონისთვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის. - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²  - ის გენერალური დირექტორი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები