2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

m² -მა ახალი სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ პროექტი წარადგინა

ა/წ 22 ნოემბერს 13:00 ზე ქ. ქუთაისში კომპანიამ „m² უძრავი ქონება“  ახალი სასტუმროს პროექტი წარადგინა. m² აპირებს სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე.

„რამადა“ უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.

ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.   

ქუთაისის ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, მოიცავს 125 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით.  პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ  მისი ოპერირებისთვის 250 - მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს. 

ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.   

„ქუთაისი, მისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით მიმზიდველია უცხოელი, თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის. ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, კიდევ უფრო განვითარდეს ამ მიმართულებით. ქუთაისის ცენტრში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება, არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც.  ვთვლით, რომ ასეთი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია ზოგადად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. პროექტის კონცეფციის გაცნობა -ის  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია.“- ამბობს ირაკლი ბურდილაძე,  m²-ის  გენერალური დირექტორი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები