2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„m² -მა თელავში ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა

ა/წ 21 ნოემბერს 16:00-ზე ქ. თელავში კომპანიამ უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა.

ღონისძიება ჩატარდა „თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში“ (მის: ერეკლე II გამზ. 7. ). პრეზენტაციას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.  

თელავში ახალი  სასტუმროს აშენება,  ძველი და ამჯერად უფუნქციო „ინტურისტების“ ტერიტორიაზე შენობის დემონტაჟის პროცესით იგეგმება. პროექტში გათვალისწინებულია სასტუმროს ტერიტორიის ისტორიულობა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა თელავთან.   „ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული კუთხით. მოგეხსენებათ,  სასტუმრო „ინტურისტი“ წლების განმავლობაში იყო უფუნქციო, თუმცა ტერიტორიაზე არსებული ვახვახიშვილების  უნიკალური და ისტორიული მარანი არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენი ძალისხმევით შენარჩუნდება,  „გაცოცხლდება“ და სწორედ მისი ისტორიული სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც თელავისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტურიზმის განვითარებისა თუ ისტორიის შენარჩუნებისთვის.“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.

თელავის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტებია ღვინის თემატიკა  და გასტრონომია.  იტალიელი არქიტექტორის,  მიკელე დე ლუკის მიერ გათვალისწინებულია სასტუმროს არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან (დაბალსართულიანობა და  ვიზუალური მახასიათებლები).   მაკეტში შენარჩუნებულია ვახვახიშვილების ციხის კონცეფცია.   სასტუმროში იქნება 130 ნომერი განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით, 2 საცურაო აუზი, რესტორნები  და რაც მთავარია ვახვახიშვილების  მარანი,   რომელიც დაგვაბრუნებს ისტორიაში.  პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისთვის 140 -მდე და ოპერირებისთვის კი, 150 -ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2021 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.

                  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები