2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. წელს პროექტის პარტნიორია თიბისი. 

ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გასული წლის კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია ზედგინიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა მიქავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ნიკოლოზ ქურდიანი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთედ ხორციელდება. ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში.  2017 და 2018 წელს,  გუნდებმა „Smart Kids” (სენაკი) და „ანალემა“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...