2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში მრავალპროფილური კლინიკა “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ გაიხსნა. 7 სართულიანი კლინიკის მშენებლობისთვის, რომელიც უმაღლესი ხარისხის უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, 12 მილიონი ლარის  სესხი თიბისი ბანკმა გამოყო. 

ახალი კლინიკა დაფუძნდა “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის „მედიქალ სითის“ მიერ,რომელიც საქართველოში  2012 წლიდან ოპერირებს. 

ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში უპრეცედენტო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ქართველ ექიმებთან ერთად, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ. კლინიკას ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი თურქეთისა და ბელორუსიის  წამყვან კლინიკებთან  უკვე გაფორმებული აქვს. უახლოეს მომავალში თანამშრომლობა ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებებთანაც იგეგმება. 

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში“  ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები:

·         დიაგნოსტიკა;

·         ზოგადი ქირურგია;

·         რეანიმაცია;

·         გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

·         ნეიროქირურგია;

·         პოლიკლინიკა;

უახლოეს მომავალში ანგიოქირურგიის, ტრავმატოლოგიის, კარდიოქირურგიისა და ენდოვასკულარული ნეოროქირურგიის განყოფილებების, ასევე ღვიძლის სიმსივნის, ინსულტისა და ტრანსპლანტაციის ცენტრების გახსნა იგეგმება. 

„პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი იზიარებს კომპანიის განვითარების ერთიან ხედვას. ჩვენი მიზანია, სამედიცინო მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის“, - აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი, გია გრძელიძე.

“დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში უკვე ხელმისაწვდომია უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინომომსახურებას სთავაზობს ქვეყნიდან გაუსვლელად. ეს პროექტი თიბისი ბანკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან კლინიკა შესაძლებლობას მისცემს მთელს რეგიონს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის კლინიკის დაარსებაში“, - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორისმოადგილე, გიორგი თხელიძე.

ახლადგახსნილ “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში“ 350-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა სამედიცინო სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად გაიზრდება.

 

კლინიკის გახსნის საზეიმო ცერემონია ქუთაისში გაიმართა და  მას კლინიკის,  მთავრობის, ასევე თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...