2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო

„ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში 2019 წლიდან შეუდგება. 
ბიზნეს შეთანხმება უკვე გაფორმებულია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო დეტალების შეთანხმება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ China International Import Expo-ზე (CIIE) მოხდა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული 52 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო და ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს.

CIIE-ს მიმდინარეობისას სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2019 წელს კომპანიები რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს შეისყიდიან.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შანხაიში 5-10 ნოემბერს გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ქართული კომპანიებისათვის წარმატებულად აფასებს.  სააგენტოს მონაცემებით, ჩინურ მხარესთან დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები