2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  გამოიფინა. 

დამთვალიერებელი დიმიტრი ერმაკოვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, კავკასიის ბუნებისა და ადამიანების ყოფის ამსახველ ფოტოალბომებს გაეცნობა. ასევე ფოტომასალას, რომელიც თბილისის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს; წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ისტორიის, კავკასიის ცივილიზაციისა და არქეოლოგიის შესახებ. 

მუზეუმისათვის გადაცემული პირადი არქივიდან დამთვალიერებელი ზუბალაშვილების გვარის ისტორიასთან და მათ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებსაც შეიტყობს. მასალები ზუბალაშვილების მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დაფინანსების შესახებ შემონახულ კორესპონდენციას აერთიანებს; ასევე მათ მიერ დაწესებული სტიპენდიების ნუსხას, რომელთა საშუალებითაც რუსეთსა და ევროპაში ისეთმა ახალგაზრდებმა მიიღეს განათლება, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები.

უნიკალური არქივი მეცენატისა და კოლექციონერის - იაკობ (ჟაკ) ზუბალაშვილის რამდენიმე პირად ნივთს ინახავს. ასევე სპეციალურ გამოცემასაც, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება. 

პროექტის ფარგლებში, სპეციალურად გამოფენისთვის მომზადებული ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართება.  

პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა, 114 წლის განმავლობაში, შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები, 2018 წლის ივნისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს საჩუქრად. უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილს, ვირჟინი ანლარს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, მომავალში პროექტის ავტორის - ეკა ენუქიძის გაცნობის შემდეგ, სურვილი გამოთქვა, მის ოჯახში დაცული ზუბალაშვილი-ანლარის შტოს არქივი სამშობლოსთვის ეჩუქებინა. 

ეროვნულ მუზეუმში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, თითოეული ნივთი შესაბამის ფონდში ჩაირიცხა და საკოლექციო ნომერი მიენიჭა. ასევე მოხდა მათი დიგიტალიზაციაც. სამომავლოდ კოლექციის სამეცნიერო შესწავლა და სარესტავრაციო სამუშაოებია დაგეგმილია.

მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ზუბალაშვილების გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის - ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერისტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის - დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ასევე, თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს, მოხუცებისათვის უპოვართა სახლისა და კოჯრის გზაზე სასადილო - „სამადლოს“ გახსნაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე პეტრე ზუბალაშვილმა თბილისის გამგეობას სამხედრო ლაზარეთისთვის ოჯახის კუთვნილი სასტურმო „ლონდონი“ და 20 ათასი მანეთი გადასცა.

ზუბალაშვილების არქივის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოტანა თიბისის მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ავიახაზების თანამონაწილეობით განხორციელდა. 

ღონისძიებას საქართველოში სპეციალურად მოწვეული ზუბალაშვილების შთამომავლები დაესწრნენ. 

გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...