2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Samsung-მა განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა

სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, ქინგ დევიდის ბიზნესცენტრში პრესკონფერენცია გამართა, სადაც განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა და ისაუბრა, რა უპირატესობები აქვს პროდუქტს ოფიციალური ჰოლოგრამით და რა საფრთხეებს შეიცავს უჰოლოგრამო ტელეფონების შეძენა.

სამსუნგი სმარტფონებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს, რათა ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან განასხვავოს. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის – მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ფონად კი საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

სამსუნგის ოფიციალურჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებული მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები  და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელქსელზე.

სამსუნგის ოფიციალურჰოლოგრამიან სმარტფონზე გათვალისწინებულია სამსუნგის ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება.

საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებულ სერვისცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული  მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში, მომხმარებელი  გარანტირებულად  ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის  შეძენისას მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები და ფასდაკლებები, ასევე, ისარგებლოს  აქციებით, როგორებიცაა, მაგალითად, Trade – In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – ალტა-ოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

„დღეს წარვადგინეთ ოფიციალური სამსუნგის  განახლებული ჰოლოგრამა. ჰოლოგრამა ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის, ქართველი  მომხმარებლისთვის, რათა მისთვის უფრო გასაგები იყოს და ადვილად შეძლოს სამსუნგის ოფიციალურჰოლოგრამიანი ტელეფონების დიფერენცირება სხვა ანალოგებისგან. ჰოლოგრამაზე წარწერა დატანილია ქართულ ენაზე – „ოფიციალური Samsung საქართველოსთვის“ და ფონზე გამოსახულია საქართველოს რუკა. ჩვენ ამ ჰოლოგრამით მომხმარებელს ვუმარტივებთ ოფიციალური სამსუნგის ტელეფონების იდენტიფიცირებას, რადგან მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ სმარტფონებს აქვს ოფიციალური გარანტია სამსუნგისგან და მათ მოემსახურებათ სამსუნგის ავტორიზებული სერვისცენტრები. საჭიროების შემთხვევაში, რემონტს ჩაატარებენ კვალიფიციური ინჟინრები, თანაც მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. სამსუნგის ოფიციალურჰოლოგრამიანი ტელეფონები იყიდება ჩვენი ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში. ესენია: ელიტ ელექტრონიქსი, ალტა-ოქეი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი და ყველა ის მაღაზია თუ მაღაზიათა ქსელი, სადაც ეს კონკრეტული ჰოლოგრამაა მოთავსებული სმარტფონებზე. იმ მომხმარებლებს, ვინც სამსუნგის ტელეფონებს ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძენენ, ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ძალიან ბევრ საინტერესო აქციაში, ფასდაკლებაში, მიიღონ განსაკუთრებული საჩუქრები და ჩაერთონ ისეთ განსხვავებულ პრომოებში, როგორებიცაა Trade – In და  „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“, – განაცხადა მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელმა შოთა ლურსმანაშვილმა.

სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა დეტალურად განმარტა, რატომაა მომხმარებლისთვის უკეთესი ოფიციალური პროდუქტის შეძენა.

„დღევანდელი პრესკონფერენცია ეხებოდა სამსუნგის ახალი ჰოლოგრამის  პრეზენტაციას. სამსუნგი საქართველოში ჰოლოგრამას იყენებს იმისთვის, რომ ოფიციალური სმარტფონები არაოფიციალური ანალოგებისგან განასხვავოს. რეალურად დიზაინის შეცვლის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო მეტად მოგვერგო საქართველოს ბაზრისთვის. მასზე უკვე ქართულ ენაზეა წარწერები დატანილი. წერია „ოფიციალური Samsung საქართველოსთვის“. უკანა ფონად კი საქართველოს რუკის კონტური გასდევს. ეს განთავსებული იქნება სმარტფონის ყუთის წინა ფასადზე. მომხმარებელს ძალიან ადვილად შეეძლება იდენტიფიცირება – ოფიციალური პროდუქტის არაოფიციალურისგან განსხვავება. რატომ  უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ოფიციალური პროდუქტი? იმიტომ, რომ მას ოფიციალური სამსუნგისგან ძალიან დიდი უპირატესობა აქვს მინიჭებული. ისეთი, როგორიცაა ოფიციალური სერვისცენტრის მომსახურება, სადაც  გარანტირებულად ორიგინალი ნაწილებით შეუცვლიან  დაზიანებულ სმარტფონს. ასევე, უზრუნველყოფილია ერთწლიანი გარანტია ოფიციალური სამსუნგისგან და ის დამატებითი სარგებელიც, რომელსაც ბრენდი თავის მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს – აქციები, ფასდაკლებები, პრომო აქტივობები, რომლებში ჩართვაც მომხმარებლებს იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ოფიციალურჰოლოგრამიან პროდუქტს შეიძენენ“, – განაცხადა სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა ეკა კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის კომპანიის პრეზიდენტი ჯეისონ ალი მასპინძლობდა.

აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებმა უშუალოდ მისგან მოისმინეს პასუხი შეკითხვაზე: იყო, არის თუ არა ზუმერი სამსუნგის  ოფიციალური დილერი?

სამსუნგ ელექტრონიქს კავკასიის კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, ზუმერი სამსუნგის ოფიციალური დილერი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...