2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოცხადა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით პსპ-ს ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.

„ბედნიერი ახალი წელი“ - არის კონკურსი, რომელშც ოჯახის სახვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და პსპ-ში აგზავნიან.

„თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის  სხვადასხვა უბანში პსპ აფთიაქის ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: [email protected] 5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“. ნახატი სასურველია იყოს  შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან,“ - აცხადებენ პსპ-ში.

ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მოხმარებელზე ორიენტირებული „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - ეს პსპ-ს აფთიაქია. 220 პპს აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მომსახლეობას მხოლოდ გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები