2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

18 ოქტომბერი, 2018- საქართველოს ბანკმა ქვეყნის წამყვანმა ბანკმა,  როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა და მხარდამჭერმა, განაცხადა ახალგაზრდა ოლიმპიელების წარმატების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში:

 

გიორგი ჩხიკვაძე - ბერძნულ/რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში - ოქრო

ილია სულამანიძე - ძიუდო, 100 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლი;

არჩილ მალაყმაძე - ძალოსნობა, 69 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლი;

გიორგი თოხაძე - ბერძნულ/რომაული ჭიდაობა, 51 კგ წონით კატეგორიაში - ვერცხლი; გიორგი გეგელაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ წონით კატეგორიაში - ვერცხლი.

ნინო ხუციბერიძე - ტყვიის სროლა, 10 მ, პნევმატური პისტოლეტი  - ბრინჯაო;                     

 

ბუენის აირესის რიგით მესამე  ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა.  საქართველოს 15-მა წარმომადგენელმა, ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში  პირველად მოიპოვეს და პირველივე ოლიმპიადაზე სამშობლოში მედლებით დაბრუნდნენ.

 

საქართველოს ბანკის სახელით ვულოცავთ ახალგაზრდა ოლიმპიელებს გამარჯვებას  და ვუსურვებთ წარმატებას!  

 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს.  საქართველოს ბანკი  აგრძელებს   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...