2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დუდუ დადიანის წლევანდელი მემორიალი 16 ოქტომბერს დაიწყება

16 ოქტომბერს საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსონვის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და წლეულს ის მე-17 გათამაშდება. ტურნირში სუპერლიგის ათივე წარმომადგენელი იასპარეზებს, რომლებიც 2 ჯგუფში, გასული სეზონის სუპერლიგაში დაკავებული ადგილების გათვალისწინებით გადანაწილდნენ:

“ა” ჯგუფი 
დინამო
რუსთავი
ბათუმი
თსუ – ჰიუნდაი
მარნეული

“ბ” ჯგუფი
ქუთაისი
მგზავრები
კაკტუსი
ოლიმპი
ტიტები – შსს აკადემია

გუნდები ჯგუფში ერთ წრედ ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16, 17, 18, 19 და 20 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ფინალში გავლენ და დუდუ დადიანის მემორიალის სატიტულო მატჩს 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე ითამაშებენ.

დუდუ დადიანის თასის მოქმედი მფლობელი “დინამოა”, რომელმაც შარშანდელ ფინალში “ოლიმპი” 67:48 დაამარცხა.

http://gbf.ge/tournament/dudu-dadiani-memorial/news/dudu-dadianis-tslevandeli-memoriali-16-oqtombers-daitsqheba

კომენტარები

მსგავსი სიახლეები