2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის სახელფასო გათამაშების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ოქტომბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. ოქტომბრის გათამაშებაში 12-მა იღბლიანმა მოიგო. საერთო ჯამში გათამაშდა 150 000 ლარი. დედაქალაქის გარდა ფულადი პრიზები გათამაშდა ოზურგეთში, სენაკსა და  ახალციხეში.   საქართველოს ბანკი ულოცავს ყველა გამარჯვებულებს!

მათ კი ვისაც ხელფასი საქართველოს ბანკში ერიცხებათ, ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გათამაშებაში და ყოველთვიურად მოიგონ  5 000, 10 000, 20 000, 50 000 ლარი. გათამაშების ბოლოს კი სუპერ პრიზი - 100 000 ლარი.

გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი,  2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ  გათამაშების ერთი  ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან - 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.  კონკრეტულად კი: 12 ნოემბერს, 10 დეკემბერს, ასევე,  2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება  6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000;  2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი.  სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება  100 000 ლარი.  გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით.  

ყოველი გათამაშების შემდეგ კომისია შესაბამისი ოქმით დაადასტურებს გამარჯვებული ბილეთებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციას. გამარჯვებულების  შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე.  www.bankofgeogria.ge და გათამაშებისთვის შექმნილ სპეციალურ პრომო გვერდზე www.xelpasi.ge.  მოგებული თანხა გამარჯვებულს საქართველოს ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები