2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Cummins Filtration-ის ყოველწლიური კონფერენცია წელს თბილისში გაიმართა

Cummins Filtration-ი გახლავთ თეგეტა მოტორსის პარტნიორი კომპანია სატვირთო ნაწილების მიმართულებით. აღნიშნული ბრენდი ყოველწლიურად მართავს წლის შემაჯამებელ კონფერენციებს, სადაც აერთიანებენ ყველა მსხვილ პარტნიორს. თეგეტა მოტორსის ინიციატივით და თეგეტა თრეველის ორგანიზებით აღნიშნული კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად შეირჩა საქართველო. კონფერენციებზე შეჯამდა წლის ჭრილში მიღწეულ შედეგები, განიხილეს ბაზრის სამომავლო განვითარებაზე  ხედვები და შეიმუშავეს  სტრატეგიები Fleetguard-ის პროდუქტების გაყიდვების განვითარებასთან დაკავშირებით.

კონფერენციას ესწრებოდა 40-მდე წარმომადგენელი 7 სხვადასხვა ქვეყნიდან,  აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, მოლდოვა, თურქმენეთი და საქართველო. შეხვედრის მონაწილე კომპანიებმა გარდა სტრატეგიული საკითხების ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. კომპანიის წარმომადგენლები და კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალსა და სათაო ოფისს.  ვიზიტის ფარგლებში  მათ დაათვალიერეს თეგეტა მოტორსის სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები სერვისი, ასევე დიზელის სერვის ცენტრები. სტუმრები დეტალურად გაეცნენ თეგეტა მოტორსის სერვისებს, სტანდარტებს და კომპანიის მიმართულებებს.

Cummins Filtration არის მსოფლიოს ლიდერი კომპანია სატვირთო ავტომობილების ნაწილების მიმართულებით. გლობალური ბრენდი, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება 190 ქვეყანაში. კომპანიის ძირითად საწარმოო მიმართულებას წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების საწვავის, ჰაერის, ჰიდრავლიკის და ზეთების ფილტრებს წარმოების მიმართულება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...