2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორჯომში ახალი სტადიონი ქუჩის კალათბურთის ტურნირით გაიხსნა

6 ოქტომბერს, ბორჯომში, ახალ სტადიონზე (მის: თორის ქ.39; „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ეგიდით ქუჩის კალათბურთის ტურნირი „ბორჯომის“ თასი -  3x3 კალათბურთი ჩატარდა.

 

„სპორტი „ბორჯომის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. შარშან, პროექტის #ბორჯომისპორტისგულშემატკივარი ფარგლებში,  „Mercy Corps”-თან ერთად და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ბორჯომელებს გავუხსენით თანამედროვე სტადიონი. სტადიონზე მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა, შესაბამისად, ამ ჩემპიონატით  სტადიონის ერთგვარი პრეზენტაციაც გვაქვს. ჩვენი მიზანია, ბორჯომის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა“, - აღნიშნა მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა ნინუცა გვენცაძემ.

 

ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 22-მა გუნდმა მიიღო. მოთამაშეები დარეგისტრირებულები იყვნენ როგორც ბორჯომის რეგიონიდან, ასევე დედაქალაქიდან.

 

„ტურნირი იყო დაძაბული და ვიტყოდი, რომ საინტერესო მატჩები შედგა. მოხარული ვარ, რომ რეგიონების გუნდები ასეთი ძლიერი მოთამაშეებით იყვნენ წარმოდგენილნი. მსგავსი ტიპის ჩემპიონატები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კალათბურთის მიმართ დაინტერესებას და მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრით ჩვენ ეს შედეგი მივიღეთ. მადლობა „ბორჯომს“, რომ მოგვცა შესაძლებლობა 3x3 კალათბურთი გაგვემართა ბორჯომში“, - განაცხადა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა  დირექტორმა გიორგი ზამბახიძემ.

 

ტურნირი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ბორჯომის" თასი - კალათბურთი 3x3-ის ჩემპიონატის ფინალი თბილისის "პალასასა" და ხაშურის "Young Rich Gorillas"-ს შორის გაიმართა. გაიმარჯვა თბილისურმა გუნდმა ანგარიშით 13:10.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს "ბორჯომის" თასი და მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 1200 ლარი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილის პრიზიორს - 600 ლარი.

 
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ "პალასას" კაპიტანი ლაშა დოლიძე დასახელდა, ხოლო 3-ქულიანი შეჯიბრება ლაშა ქურდაძემ მოიგო. ორივე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრთა ავტოგრაფებით დამშვენებული კალათბურთის ბურთებით დასაჩუქრდნენ. კალათბურთის ჩემპიონატის გარდა, ადგილზე გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა და სიმბოლური პრიზები გათამაშდა.

 

ახალი სტადიონი მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ პირველი ქარხნის მიმდებარედ 2017 წელს გაიხსნა, „ბორჯომისა“ და  Mercy Corps-ის დაფინანსებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. სტადიონმა წელს პირველად უმასპინძლა ჩემპიონატს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები