2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მრავალსართულიანი შენობები ქალაქის განიავებას უშლის ხელს

ნინო ჩხობაძე ჰაერის დაბინძურებას ქაოტურ მშენებლობას აბრალებს გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ქალაქში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ან ერთი უწყება.

მისი მტკიცებით, ეს კომპლექსური პრობლემაა და ჰაერის დაბინძურებაში წვლილი ყველა ადამიანმა შეიტანა. არსებული პრობლემების შესახებ ნინო ჩხობაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. „ქალაქში დაბინძურების პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და ამის მიზეზი მხოლოდ გამონაბოლქვი არ არის. სამშენებლო კომპანიები არ აღასრულებენ ბოლომდე ნორმებსა და წესებს. არ არის შეფუთული არც ერთი მშენებლობა. ასევე, ავაშენეთ იმდენად მაღალსართულიანი სახლები, რომ თბილისში შევწყვიტეთ ბუნებრივი განიავება,“ - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

გარემოს დაცვის ექსპერტი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად უნდა დაიწყოს, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მისი თქმით, თუ მოგვარების გზებზე ფიქრი დღესვე არ დაიწყო, თბილისს კიდევ ერთი საგანგაშო პრობლემა დაემატება.

„მე არ მინდა, მოსახლეობა შევაშინო, მაგრამ კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება თბილისს - სითბური ტალღები. ეს უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე რაიმე სხვა. იმდენად ბევრი შუშებიანი შენობა ავაშენეთ, რომ ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს. გაუსაძლისი იქნება ტემპერატურა ქალაქში, დაიხრჩობა ადამიანი, იმის გამო, რომ მაღალსართულიანი შენობებია. აღარ ხდება ქალაქის განიავება,“ - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები