2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ბანკის, მთელი საქართველოს ბანკის მხადაჭერით საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 2018 წლის 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.

2018 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

1)      Airadi - ჭკვიანი მაჯის საათი, რომელიც  ეკრანზე გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების, ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ.

2)      „ჩუ“ - სამაგიდო თამაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ჟესტების ენა თამაშით.

3)      Gamo - დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რომელიც ცალცალკე მანქანებით სიარულის დამკვიდრებული ქცევის, რაციონალური და მოსახერხებელი ალტერნატივა იქნება.

 

Impact Hub Tbilisi“ უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო. კონკურსზე შემოვიდა 40-მდე აპლიკაცია, ჟიურიმ კი მონაწილეებს შორის, 6 საუკეთესო პროექტი შეარჩია. შერჩეულმა გუნდებმა ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ის საერთო სამუშაო სივრცეში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. დღეს უკვე გვყავს სამი გამარჯვებული გუნდი და ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, რადგან სამივე ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

“საქართველოს ბანკისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველ წლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ  მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ Social Impact Award-ს, რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის განახორციელონ საინტერესო პროექტები. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს და ვუსურვო წარმატება!”,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...