2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ფონდი ნატახტარის“ დახმარებით 4 ბენეფიციარი წელს სტუდენტი გახდა

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მორიგი წარმატება

„ფონდი ნატახტარის“ ოთხმა ბენეფიციარმა, წარმატებით ჩააბარა საერთო ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა.   მოზარდები გამოცდებისთვის ფონდის პროგრამების ფარგლებში ემზადებოდნენ  და შედეგიც ეფექტური აღმოჩნდა.

3 ბენეფიციარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ, მათ აირჩიეს სამართალმცოდნეობის, მეცნიერებისა და ხელოვნების და მათემატიკის ფაკულტეტები, ხოლო ერთი ბენეფიციარი გახდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც შეისწავლის ფსიქოლოგიას.

მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ფინანსურად ეხმარება სტუდენტებს, ვიდრე ისინი დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შემზადება. მისი მომსახურებით სარგებლობენ 15-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული მოზარდები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდი მთელი საქართველოს მასშტაბით.

2012 წლიდან მოყოლებული „ფონდი ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ერთობლივი დახმარებით 20 ზე მეტი  ბენეფიციარი ეზიარა სტუდენტობას. როგორც ფონდის ფსიქოლოგები განმარტავენ საკმაოდ მონდემებულები არიან, სურთ იყვნენ წარმატებულები.   სწავლასთან ერთად, ისინი ახერხებენ  „ფონდი ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ერთობლივი მხარდაჭერით სწავლასთან ერთად დასაქმდნენ კიდეც.  მათი უმეტესობა  სტუდენტობას და სამსახურს ერთმანეთს უთავსებს. ეს მათი დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები