2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იცით როგორ გაჩნდა ლიმონათი დედამიწაზე ? -ლიმონათმა ზედაზენმა“ ბავშვებისთვის ახალი პროექტი, „ზედაზენის ზღაპრები დაიწყო

1.    „ზედაზენის ზღაპრების“ შექმნის იდეა როგორ გაჩნდა? და რას ემსახურება პროექტი? რა მიზანი გაქვთ?

 

ნინო მიშელაძე : ლიმონათი ზედაზენი  რამოდენიმე  წელია აქტიურად  გეგმავს და მხარს უჭერს ბავშვთა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებს.  ყოველწლიური რეგიონალური კონცერტების, საბავშვო კონკურსების და თეატრთან კოლაბორაციის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი შეგვეთავაზებინა ჩვენი ლოიალური მომხმარებლისთვის.  პროექტი ემსახურება მეტი ქართულენოვანი მულტფილმის შექმნას, რომელშიც სიკეთეზე, მეგობრების გვერდში დგომაზე, მოხუცის დახმარებაზე და სხვა ღირებულებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზეა აქცენტები. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ საინტერესო თავგადასავალში ჩავრთოთ მომხმარებელი „ზედაზენის“ ლიმონათთან ერთად, მშობლებს შევთავაზოთ მისაღები კონტენტი მათი პატარებისთვის და რაც მთავარია გავამართლოთ მათი იმედები.

 

2. რა კონცეფცია აქვს ზღაპრებს და სულ რამდენი ნაწილის გაშვებას გეგმავთ?

 

ნინო მიშელაძე :  „ზედაზენი“ ლიმონათის ზღაპრების კონცეფცია მთლიანად არის აგებული ლიმონათის ფერადი სამყაროს გმირებზე, რომლებიც  დედამიწაზე ზე-განწყობის შესაქმნელად ჩამოვიდნენ. ელიტარული ქალბატონი ნაღები, ცელქ ტარხუნასთან, გულად მსხალთან და მეგობრებთან ერთად დედამიწაზე  მოხუც ბებიას მძიმე ტვირთის აწევაში ეხმარებიან, ბიჭუნას ამოცანის ამოხსნის სწორ გზას ანახებენ, დაეხმარებიან გოგონას სიმორცხვის დაძლევაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ემატება ბაბილინას  ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ხმა, რომელიც ერთიორად სასიამოვნოს ხდის მულტფილმის ყურების პროცესს ყველა თაობისთვის. ჯერჯერობით გამოსულია მხოლოდ 4 სერია და ყოველთვიურად ემატება თითო. პირველი სეზონი დასრულდება 6 სერიით. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ჩართულობა და ინტერესი დიდია, ვფიქრობთ მეორე ნაწილის გამოშვებასაც.

 

1.    ვის ეკუთვნის შესრულება? ვინ არის სცენარის ავტორი და ტექნიკურად ვინ უზრუნველყოფს ანიმაციის შექმნას?

 

კრეატიული შესრულება ეკუთვნის ამ სფეროში საუკეთესო სარეკლამო სააგენტო „მარშალს“.  „მარშალი“ არის როგორც სცენარის ავტორი ასევე ტექნიკური შემსრულებელი.

 

                 ნინო მიშელაძე - ლიმონათი "ზედაზენის’’ ბრენდ მენეჯერი

 

 

კრედიტები:

 

პროექტი: „ზედაზენი“ ლიმონათის ზღაპრები
კლიენტი: ლიმონათი ზედაზენი
სააგენტო: „მარშალი“
კრეატიული დირექტორი: თეონა ლატალი
ქოფირაითერები: ლიკა კეშელავა
                                 თინა ჯელია
ექაუნთ მენეჯერი: ნატა დეკანოსიძე
პროდიუსერი: დაჩი გველუკაშვილი
მხატვარ-ილუსტრატორი: ნუნუკა ლატარია
გრაფიკული დიზაინერი: ჯიმ მესხი
CGI & Motion: კონტსტანტინე ბახტაძე
ნარატორი: ნატო სულხანიშვილი
ხმის რეჟისორი: მიშა ხუციშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები