2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ელიტ ელექტრონიქსი ახალი სტილით წარდგა ბაზარზე

ელიტ ელექტრონიქსი უკვე 23 წელია რაც მოღვაწეობს სამომხმარებლო ბაზარზე, ამ დროის განმავლობაში ბრენდმა და თავად კომპანიამ დიდი ცვლილებები განიცადა, გაფართოვდა მაღაზიათა ქსელი, შეიქმნა და დაინერგა ახალი კონცეფციის მაღაზიები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ წამყვან ბრენდთან, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში გახდა ელიტ ელექტრონიქსი. ამასთანავე მაღაზიებში გაიზარდა ტექნიკის კატეგორიების ჩამონათვალი. შესაბამისად აღნიშნულმა ცვლილებებმა განაპირობა ბრენდის და სტრატეგიული პლატფორმის რეპოზიციონირება და სახეცვლილება. 

გაიწერა სტრატეგიული პლატფორმა, რომელზეც ელიტ ელექტრონიქსის მარკეტინგის გუნდმა და სარეკლამო სააგენტო Holmes&Watson-მა იმუშავა, რის მიხედვითაც მოხდა ლოგოს ვიზუალის ცვლილება. ლოგოს ცვლილება არაფერია თუ მას არ აქვს სწორი ბექგრაუნდი, წლების განმავლობაში საკომუნიკაციო სტრატეგია იხვეწებოდა, ცვლილებებიდან გამომდინარე ბრენდი უფრო გაახალგაზრდავდა, მიზნობრივი სეგმენტის ასაკობრივმა ჯგუფმაც დაიწია. ბოლო დროს განთავსებულ სარეკლამო რგოლებში თუ სხვა სარეკლამო მასალაში უკვე შესამჩნევი გახდა, რომ ბრენდი უფრო მეტად ახალგაზრდავდება, შესაბამისად ელიტ ელექტრონიქსის ლოგოში შევიდა გრაფიკული ფორმები, რომელიც დიზაინის თანამედროვე ტრენდებს ეხმიანება. რაც ყველაზე მთავარია, ტიპოგრაფიის ერთი ნაწილი “ELIT” მეორე ნახევართან “ELECTRONICS”-თან შედარებით მონუმენტური გახდა, რადგან ბრენდი მთავარ აქცენტს საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ექსკლუზიურობაზე აკეთებს. 

ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით და პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. ბევრი ახალი პროექტია დაგეგმილი, რომლეიც მომხმარებლისთვის კიდევ მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ელიტ ელექტრონიქსი ყველაზე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც გეოგრაფიულად, ასევე საფასო მიმართულებით. 

ელიტ ელექტრონიქსი არის ადგილი ყველა თაობისთვის, შესაბამისად გასულ წლებში კომუნიკაციის სტრატეგიაში თანამედროვე ტრენდებმა განაპირობა ის, რომ ელიტ ელექტრონიქსის ძირითადი საკომუნიკაციო არხი დღეს არამარტო ტელევიზია, არამედ დიჯითალ მედიაცაა, შესაბამისად ახალი ლოგოს სტილისტიკაც ამ მედიაზეა მორგებული.

ბრენდის მიზანია საქართველოს ბაზარზე საყოფაცხოვრებო დონის ამაღლება. კომპანიის მთავარი ღირებულება არის წინსვლა პროგრესისკენ და განვითარებისკენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ განვითარებას და წინსვლას ქმნიან ადამიანები და ინდივიდები, რომლებმაც დღეს ტექნოლოგიური განვითარება მოიტანეს. ელიტ ელექტრონიქსი კი ტექნოლოგიურ განვითარებას და პროგრესს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯია „იყურე წინ“. - განაცხადა ელიტ ელექტრონიქსის გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიის რებრენდინგი ფაქტიურად იმ მიღწევების ასახვაა, რასაც ამ პერიოდში ელიტ ელექტრონიქსმა უკვე მიაღწია. გასულ ორ ათწლეულში კომპანიის მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გაფართოვდა და დღეს ბაზრის უპირობო ლიდერია. რებრენდინგი კომპანიის მიღწევების და უფრო დიდი მომავალი გეგმების ასახვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...