2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

PSP-ს ბრიტანული კონცეფციის ახალი აფთიაქი ვაშლიჯვარში გაიხსნა

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ვ.გოძიაშვილის N35-ში, PSP-ს ბრიტანული კონცეფციის განახლებული აფთიაქი გაიხსნა. PSP -ს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს.

ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

„PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენთან ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი დედაქალაქის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. გარდა მედიკამენტებისა ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას ვისაც საბავშვო პრდუქცია აინეტრესებს PSP -ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ ბავშის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე.

1994 წლიდან პსპ მომხმარებლისთვის მედიკამენტების და მომსახურების ხარისხის გარანტია. პსპ-ს მომწოდებელი მსოფლიოს 100-ზე მეტი მწარმებელი კომპანიაა, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით - GMP აწარმოებენ მედიკამენტებს; გარანტირებული ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად პსპ-ში მათი დასაწყობება, შენახვა და გაცემა საერთაშორისო სატნდარტის GDP-ს მიხედვით ხორცილედება და შესაბამისად მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები მიეწოდება.

ვაშლიჯვრის მოსახლეობას უკვე აქტიურად შეუძლია ჩაერთონ პსპ-ს საიუბილეო გათამაშებაში, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართება. ჩვენ უკვე 10 წელია ვატარებთ წამახალისებელ გათამაშებას, რომელშიც მომხმარებელი ძალიან მარტივად ერთვება: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელს გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა. საიუბილეო წელთან დავაშირებით, პრიზებიც საიუბილეოა: გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 25000 ლარი და უპრეცედენტო სუპერპრიზი - 10 წლის განმავლობაში ყოველთვიური 1000 ლარიანი ხელფასი. ვცდილობთ პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთლობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება PSP -ს 2018 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა; ამასთან აქტიურად მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი. უკვე 110-ზე მეტი PSP აფთიაქი განახლებული კონცეფციით ემსახურება მომხმარებელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები