2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძის ინიციატივით თსუ-ს წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ

6 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია, რომელიც სასამართლომ გაზეთ„ასავალ-დასავალს“ თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის დააკისრა, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების 5 წარჩინებულსტუდენტს სტიპენდიის სახით გადაეცა.

მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას პერმანენტული სახე მიეცემა დაჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტები ფულადჯილდოს ყოველწლიურად, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მიიღებენ.„ჟურნალისტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.მათი ობიექტური და მიუკეძოებელი საქმიანობა არის გარანტია იმისა, რომსაზოგადოება სწორად იქნება ინფორმირებული.

ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთთავისუფალი ჟურნალისტების ახალი თაობის ჩამოყალიბებას, ეს სტიპენდია არისერთგვარი წახალისება, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ,“ - განაცხადა თიბისიბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.მამუკა ხაზარაძის პირველი სტიპენდია 5 წარჩინებულ სტუდენტს დღეს თსუ-ში სწავლისდაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაეცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები