2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge კიდევ ერთხელ გახდა ანაჰიტ სტელმაშოვასა და ილია ლომთათიძის წარმატების თანამონაწილე

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSIC FEST წელს  უკვე მეექვსედ ჩატარდა. წელს ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტებისთვის სპეციალური მასტერკლასები ჩაატარა. 

„ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე ელისო ბოლქვაძემ მომიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პიანისტების განვითარებისთვის,  რადგან აქ  ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ხელოვნებასთან, “ - მიშელ სონი. 

ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ახალგაზრდა პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge-ის  ბენეფიციარი ახალგაზრდა პიანიასტები  - ანაჰიტ სტელმაშოვა და ილია ლომთათიძე. 

„ ფესტივალი მეექვსედ ტარდება ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.  მასტერკლასებს ატარებენ ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი, რომლებისგანაც ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც ხელს მიწყობს ესპანეთში, საერთაშორისო კონკურზე გამგზავრებაში“, - ილია ლომთათიძე. 

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები