2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის ინიციატივით ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესი იწყება

თიბისი ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული  ტყის  აღდგენითი სამუშაოები  იწყება. 

მემორანდუმი თიბისი ბანკს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო სააგენტოსა და „ეროვნულ საშენ მეურნეობას“ შორის უკვე გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკი 2017 წელს  ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად  აღადგენს.

ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები სატყეო სააგენტოსთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ნერგების დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე თიბისი ბანკის ინიციატივით ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება, რომელიც ეროვნულ საშენ მუერნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება. 

“თიბისი ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. თიბისი ბანკის ძალისხმევით, ნახანძრალი ტერიტორიის 10 ჰექტარი წლის ბოლომდე სრულად აღდგება. თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აღსადგენი ტერიტორიის ფართობი ბევრად მასშტაბურია. ბორჯომის ტყისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება  მისი  უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ ეროვნული საქმის განხორციელებაში“,-  ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები