2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების გარიგება აზიის განვითარების ბანკის მიერ წლის გარიგებად დასახელდა

6 სექტემბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ვაჭრობის ფინანსირების კუთხით განხორციელებული, 75 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გარიგება, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (TFP) ფარგლებში წლის სავაჭრო გარიგებად დასახელდა. გარიგება 2017 წელს Citi Bank-ის შუამდგომლობით, ასევე აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით განხორციელდა. გარიგება წარმოადგენს Citi Bank-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის ორგანიზებულ რიგით მეოთხე სინდიკაციას და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო გარიგებას, რომელიც  ვაჭრობის ფინანსირების კუთხით - CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა) წევრ ქვეყნებში განხორციელდა.  

 

„მოხარული ვარ, ვიყოთ მონაწილე მნიშვნელოვანი კოლაბორაციისა, რომელიც  საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან ბანკებს შორის ხორციელდება. აღსანიშნავია, როდესაც ასეთი წარმატებული კომპანიები ერთად მუშაობენ, რათა შექმნან ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტები, როგორც კორპორაციული, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის საქართველოში. სწორედ ამ გარიგებამ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეღრმავებინა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და დაგვეფინანსებინა 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება. განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ტრანზაქციები წარმოებასა და ენერგეტიკულ სექტორებში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოში, ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერისთვის, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები