0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდის 10 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის

საზაფხულო სეზონი მართალია სადაც არის მიიწურება, თუმცა გასაგრილებლად ლუდი ჯერ კიდევ აქტუალური სასმელია. როგორც ლუდის მოყვარულები ამბობენ, ლუდი ერთ-ერთი საუკეთსოა, რომელსაც ცხელ ზაფხულში ორგანიზმის გაგრილება შეუძლია. ლუდი აგრეთვე ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია ახალგაზრდებს შორის და რიგით მესამე ჩაისა და წყლის შემდეგ.

ცნობილია, რომ ლუდი მარცვლეულისგან იხარშება, ეს უკანასკნელი კი მას კვებით ღირებულებას ანიჭებს. როგორც წესი, ლუდს სასუსნაოსთან ერთად მიირთმევენ. ლუდი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინსა და ვიტამინ B-ს. ლუდი აგრეთვე მდიდარია მინერალებით, რომელიც მაგნეზიუმის, სელენს, კალიუმს და ბიოტინს შეიცავს. ეს დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში და ჯანმრთელობას სხვადასხვა ასპექტებში აუმჯობესებს.

გთავაზობთ, ლუდის 10 სასარგებლო თვისებას თქვენი  ჯანმრთელობისთვის

·         ხელს უწყობს კიბოს დაავადების თავიდან აცილებას

ლუდი  შეიცავს ფლავონოიდურ ნაერთებს, რომელიც მთავარ როლს თამაშობს კიბოს დაავადების, მათ შორის, პროსტატის სიმსივნის თავიდან აცილებაში. ლუდი  აგრეთვე წარმოადგენს პოლიფენოლების საუკეთსო წყაროს, რომელიც, დამტკიცებულია, რომ ეფექტურად ებრძვის კიბოს.

·         წინააღმდეგობას უწევს ანემიას

ლუდი ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. სწორედ აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ანემიას. ვიტამინ B12-ს სხვა დაავადებების განდევნაც შეუძლია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდისთვის, კონცენტრაციისა და კარგი მეხსიერებისთვის.

·         ხელს უშლის დაბერებას

იცოდით, რომ ლუდი ხელს უშლის დაბერებას? დიახ, სიმართლეა, რომ ლუდი აძლიერებს პოტენციალს და ზრდის E ვიტამინის რაოდენობას, რომელიც ორგანიზმში ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს. E ვიტამინი აუცილებელია ჯანსაღი კანის შენარჩუნებისთვის და ანელებს დაბერების პროცესს.

·         ხელს უწყობს თირკმლის ჯანმრთელობას

ხანდახან, თირკმელებში ნაღვლოვანი კენჭები ან თირკმლის ქვები ფორმირდება, რასაც ძირითადად დეჰიდრატაცია იწვევს. ასე რომ, ლუდის მოხმარებას შეუძლია შეამციროს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ლუდი განსაზღვრული რაოდენობით უნდა მიიღოთ.

·         ხელს უწყობს აზროვნებას

ასაკის მატებასთან ერთად, ტვინის ფუნქციონირება მცირდება. ტვინი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ხელს უწყობს მახსოვრობას, კონცენტრაციას და სხვა მრავალ ფუნქციას. ლუდის მოხმარება ამცირებს კოგნიტური უნარების დაქვეითებისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკებს.

·         მიირთით ლუდი - ჯანმრთელი გულის გარანტია!

ლუდის რეგულარული მოხმარება 30%-ით ამცირებს გულის დაავადებების რისკებს. ლუდს ასვე გააჩნია შედედების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების დაწმენდას. თუკი ლუდს განსაზღვრული რაოდენობით მოიხმართ, ეს შესაძლოა, სისხლის შედედებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაგეხმაროთ.

·         ამცირებს დიაბეტის რისკებს

თუკი ლუდს განსაზღვრული რაოდენობით მოიხმართ, დიაბეტით დაავადების რისკები ქვეითდება. კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ ლუდის განსაზღვრულ მოხმარებას  შეუძლია 2 სახეობის დიაბეტი აგაცილოთ თავიდან, ვინაიდან, ცნობილია, რომ ლუდი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს.

·         ხელს უშლის მაღალ წნევას

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდებს, რომლებიც ლუდს მოიხმარენ, ნორმალური წნევა აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლუდი ხელს უშლის მაღალ არტერიულ წნევას. ასე რომ, თუკი მაღალი წნევა გაწუხებთ, შეგიძლიათ მიირთვათ 1-2 ჭიქა ლუდი.

·         აფერხებს ინსულტს

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლუდის განსაზღვრული მოხმარება იცავს სისხლძარღვებს, რომლებიც გულსა და სხეულის სხვა ორგანოებს აწვდის სისხლს.

·         ძლიერი ძვლები

ლუდს, განსაზღვრული რაოდენობის მიღების შემთხვევაში, სილიკონის შემცველობის ხარჯზე, ჯანსაღი ძვლის ფორმირება შეუძლია. სილიკონი ხელს უწყობს ძვლის უჯრედების სტიმულაციას, ხოლო ლუდის ესტროგენული ეფექტი ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...