0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნუცუბიძის ფერდობზე "ავერსის" ახალი აფთიაქი გაიხსნა

"ავერსის" სააფთიაქო ქსელს თანამედროვე დიზაინით მოწყობილი კიდევ ერთი  აფთიაქი შეემატა, რომელიც დღეიდან ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას წამლებისა თუ პარაფარმაცევტული ნაწარმის მრავალფეროვან არჩევანს და კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას შესთავაზებს. ღია დახლები, კუნძულები და პროდუქციის თემატური განლაგება არჩევანს ადვილებს და მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი, დახვეწილი ინტერიერი და განათების თანამედროვე სისტემა კი სასიამონო განწყობას ქმნის.

წითელი ლენტის გაჭრას, "ავერსული" ტრადიციისამებრ, ტორტი, ფურშეტი და სიურპრიზები ახლდა თან.

ეს, როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა გვითხრა, "ავერსის" ქსელის უკვე 239-ე ფილიალია.

- ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობისგან არაერთი წერილი მივიღეთ თხოვნით, ამ უბანში აფთიაქი გაგვეხსნა, – აღნიშნა პაატა კურტანიძემ, – ჩვენდა სასიხარულოდ, ფართი მოიძებნა, გარემონტდა და დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას "ავერსის" კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების აფთიაქი მოემსახურება.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ კი აღნიშნა, რომ ქსელის ერთგულ მომხმარებლებს კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით:

- ეს "ავერსის" პირველი აფთიაქია ნუცუბიძის ფერდობზე. მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწარმს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, მას ელის უამრავი სიურპრიზიც. მაგალითად, დღეს და ხვალ ახალი აფთიაქის ყოველი მომხმარებელი "ავერსის" სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს. საჩუქრები, ფასდაკლებები და სხვა საინტერესო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

იზოლდა აფხაზავა ახალი აფთიაქის პირველი მომხმარებელი გახლავთ:

- მიხარია, რომ წამლებისა თუ თავის მოვლის საშუალებების შესაძენად ამიერიდან შორს წასვლა აღარ მომიწევს, – გვითხრა მან, – თანაც ვენდობი "ავერსს". პროდუქციის ხარისხით უზომოდ კმაყოფილი ვარ, კეთილგანწყობილი, გულისხმიერი ფარმაცევტების წყალობით კი "ავერსის" აფთიაქებში ყოველთვის საოცრად დადებითი ატმოსფეროა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...