0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად 1 აგვისტოს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აჭარის მაღალამთიანეთში, კურორტ „გოდერძიზე“, ზაფხულის სეზონს ოფიციალურად 1 აგვისტოს გახსნის.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ პირველად 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები. 

ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს. კურორტიდან შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე. 

კურორტზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები