0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით „ბლექ სი არენაზე“ გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი „Voisa“ გაიმართება

30 ივლისი, 2018- მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური პარტნიორობით 4 აგვისტოს „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“  გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი  „VOISA“ გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. 

პროექტს „VOISA“-ს  მიზანია, საქართველო მსოფლიოს გააცნოს და გახდეს ქართული  კულტურის სავიზიტო ბარათი.  „VOISA“-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე,  ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი,  Yamaha-ს  ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა,  რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის  უპრეცედენტო  ჟღერადობის მუსიკალური პროექტი  საკუთარი ამერიკული  All-Star Band-ისა  და ანსამბლ  „ბასიანისთვის“.  

„VOISA“-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე  ShapeShifter Lab-ში,  2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში უდიდესი წარმატებით შედგა. 

4 აგვისტოს კონცერტისათვის შეერთებული შტატებიდან ეწვევიან    საუკეთესო ხმის რეჟისორები და  All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის  და რონი ეითანის შემადგენლობით.  სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში მოწვეულია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო  ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი  რეიდარ ელისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები