0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი, რომელიც თიბისის ინიციატივით წელს პირველად ტარდება, დასკვნით ეტაპს უახლოვდება. 

 

უკვე ცნობილია პროექტის ფინალისტების ვინაობა. ისინი კონკურსის ჟიურის წევრებმა მას შემდეგ გამოავლინეს, რაც გუნდებმა საკუთარი აპლიკაციის სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა წარადგინეს.

 

დაჯავშნის სისტემის, დოკუმენტების შაბლონებისა და ინვოისების მართვა, შესყიდვების პროცესის ავტომატიზება, ბაზრის კვლევისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა  - ეს იმ პროგრამული გადაწყვეტების ნაწილია, რა მიმართულებებითაც გუნდებმა აპლიკაციები შექმნეს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას თვენახევრის განმავლობაში გააგრძელებენ, კონკურსის გამარჯვებულები კი ოქტომბერში გამოვლინდებიან.

 

„ კონკურსის მიმართ ინტერესმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.  80-მდე განაცხადი შემოვიდა,  თითქმის ყველა აპლიკაციაში ჩანდა, რომ მონაწილეებმა კარგად გაიგეს კონკურსის არსი. იდეების უმრავლესობა სხვადასხვა ბიზნესპროცესის გამარტივებას ემსახურება და ხშირად ისეთსაც, რაზეც აქამდე არც კი გვიფიქრია. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, ჟიურის წევრები 2 დღის განმავლობაში უსმენდნენ მონაწილეებს, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდნენ“, - თაკო ჯაფარიძე, პროექტის მენეჯერი.

 

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი თიბისი ბანკის ინიციატივით ივნისში დაიწყო მის მიზანს  ბიზნესებისთვის ადამიანური რესურსების დაზოგვა და პროცესების ავტომატიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს.

 

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობს. გამარჯვებულები ოქტომბერში გამოვლინდებიან და მათ  ფულადი პრემიები გადაეცემათ:  I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის  მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.businesstool.ge/Contest/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...