0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკში იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი დაიწყო

24 ივლისი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, მომხმარებლებისთვის იპოთეკურ სესხზე აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის ვინც ისარგებლებს იპოთეკური სესხით 2018 წლის 1 სექტემბრამდე - სესხის გადახდას დაიწყებს 2019 წელს. აქციის ფარგლებში, იპოთეკური სესხის ევროს ვალუტაში სარგებლობისას, მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეადგენს - 4%-ს (ეფექტური 4.5%-დან). იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოცემულ პერიოდში მეტი თავისუფლებით განკარგოს საკუთარი ფინანსური სახსრები. 

საქართველოს ბანკის, იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია, შემდეგი მიზნობრიობით: საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის შეძენის, ასევე ბინისა და სახლის მშენებლობის მიზნით. 

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში  ეწვიეთ ვებგვერდს: www.bankofgeorgia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები