0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრინტ ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა

საერთაშორისო პრინტ ფესტივალის - „LIFE - N - STYLE“ ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა. თიბისის მხარდაჭერით, პრინტ ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.

ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა, აგვისტოში თუშეთსა და ბათუმში იმოგზაურებს. დასკვნითი ღონისძიება კი დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.

ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ვორქშოფების ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად საკუთარი ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა არტისტებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, მარი ათანელი, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია. ხელით ბეჭდვაში თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„LIFE - N - STYLE“ - „ცხოვრების სტილი“ - ფესტივალის კონცეფციაა. „DO OR DO NOT“ – „თუ აკეთებ გააკეთე“ - კი წლევანდელი თემა.

ფესტივალი სტარტს თუშეთში, 8 აგვისტოს აიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები