0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისი, Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, გართობა და სუპერ პრიზი 

 კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება.

„Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს „ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა. 22 ივლისს უკვე რიგით მეოთხე პრიზს გავათამაშებთ და ყველა მოგებული ერთად ჰოლანდიაში გაემგზავრება.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მოსული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს - მის განწყობაზე ლუდთან ერთად ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს. ყველას გელოდებით 22 ივლისს თელავში - იქნება ბევრი ლუდი, ცოცხალი მუსიკა, გართობა, ბევრი საჩუქარი და მთავარი პრიზი საგზური ბავარიის სამშობლოში.“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, 22 ივლისს, თელავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სტუმრებს 18:00 საათიდან დაელოდება.

დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა!

Bavaria-ს რიგით მეხუთე ფესტივალი კი ბათუმში 4 აგვისტოს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები