0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბორჯომი“ - აქტიური ზაფხულის გემო

ზაფხული გრძელი დღეების, თბილი ღამეების, ახალი აღმოჩენებისა და გულწრფელი ემოციების პერიოდია. ზაფხულში  უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი, თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან. სწორედ, ეს კონცეფცია აირჩია „ბორჯომმა“ საზაფხულო კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ ქილის ახალ დიზაინს, ვებ რესურსს და სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებს.  მნიშვნელოვანია, რომ „ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვების ახალი სერია უკვე თაროებზეა. 

 „ბორჯომი“ - აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია 15 ივლისს, თბილისის ზღვაზე იახტ კლუბში “La Cote” შედგება. პრეზენტაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.  

პროექტის აქტიური ზაფხულის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი www.active.borjomi.com    ვებ - გვერდი საერთაშორისო და მრავალფუნქციურია, ამასთან რამდენიმე ენაზე ოპერირებს. აღნიშნულ რესურსზე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციას აქტიური გართობის შესახებ. გვერდზე განთავსებულია, როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. ვებ-რესურსის შექმნის მიზანია, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილების და აქტივობების პოპულარიზაცია, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. 

ცნობისათვის, აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე „ბორჯომის“ გუნდი რამდენიმე თვეა მუშაობს. ინფორმაცია საქართველოში არსებული საინტერესო ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულ ადგილებში აქტიური დასვენების შესაძლებლობებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დამუშავდა. 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროექტი  „გაიცანი საქართველო“, რომლის დახმარებით,  ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს, ჯერ კიდევ,  უცნობი და საინტერესო ადგილების შესახებ. მივესალმები კომპანია „ბორჯომის“ ახალ წამოწყებას, ჩვენ გვჭირდება მეტი ახალი შესაძლებლობა, რათა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა ზაფხული ჩვენს ქვეყანაში საინტერესოდ გაატაროს,“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გართობის ისეთი პოპულარული და  სასურველი  საშუალებები, როგორიცაა, ველოსიპედი, სკუტერი, პიკნიკზე განტვირთვა, წყლის თხილამურები ან ნაოსნობა,  ქმნიან  „ბორჯომის“ სპეციალური, საზაფხულო სერიის ახალ დიზაინს. მომხმარებელი თავად  შეძლებს  შეარჩიოს 
მისთვის საყვარელი გართობის ფორმა. „ბორჯომი“ კი, დამუხტავს მათ ვულკანური ენერგიით და მისცემს საშუალებას მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. 

„ზაფხული ხომ მხიარულებისა და საინტერესო თავგადასავლების დროა. დაისვენეთ ისე, როგორც არასდროს „ბორჯომთან“ ერთად,“ - გვთავაზობენ კომპანიაში. 

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრენდის განვითარებას. ამ ზაფხულს კი, თითოეული ჩვენგანი შეძლებს კიდევ უფრო მეტს „ბორჯომთან“ ერთად! გაიგეთ მეტი აქტიური დასვენების შესახებ ჩვენი ვებ რესურსიდან, აირჩიეთ გართობის ფორმა, საყვარელი წყლის შეფუთვა  - სიტუაციების მიხედვით, დაიმუხტეთ ვულკანური ენერგიით და ისიამოვნეთ თითოეული წუთით!“- აცხადებს „ბორჯომის“ ბრენდმენეჯერი გვანცა ჩლაიძე.

 „ბორჯომის“ სპეციალური სერია წარმოდგენილია შემდეგ ფორმატებში: ალუმინის ქილა 0.33ლ. PET ბოთლი სპეციალური შეფუთვით 0.5 და 1ლ. და ასევე 6 და 12 ბოთლიანი შეფუთვები  - იმ კატეგორიის მომხმარებლებლისთვის, ვისაც უყვარს სახლში მარაგების გაკეთება.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები