0 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია აქსისი ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს. ამის თაობაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან დახდა ცნობილი.

კალაძემ „აქსისს“„წითელი ბაღის“ რეაბილიტაციაში მონაწილეობის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესსექტორს ქალაქის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„25 ივნისს დასრულდება ტენდერი გოძიაშვილის პარკის, „იგივე წითელი ბაღის“ სრულ რეაბილიტაციაზე. 35 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ორის საბავშვო სათამაშო მოედანი, გაჩნდება საპიკნიკე სივრცეები, იქნება ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონები, საგამოფენო რი სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, დახატული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებო ღონისძიებების მოსაწყობად. გარდა ამისა, პარკის გარშემო მოეწყობა 700 მეტრიანი ველობილიკი და ვფიქრობ, ეს პარკი 5 თვიანი სამუშაოების შემდეგ გახდება საჩვენებელი პარკი. მინდა აღვნიშნო, რომ პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით დაინტერესდა დეველოპერული კომპანია „აქსისი“ და გამოთქვა სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ ბიზნესის მხარდაჭერას მივესალმებით, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და მინდა ასევე მივმართო ზოგადად ბიზნესსექტორს, -  მხარში დაგვიდექით,  მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია  ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია და იმედი მაქვს კიდევ ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არსებული ეკოლოგიური ვითარების , კერძოდ ჰაერის დაბინძურების მხრივ ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„აქსისს“ „წითელი ბაღის“ სიახლოვეს, კერძოდ საირმის ქუჩაზე უკვე აქვს მიმდინარე კომლექსი „აქსისპალასი საირმეზე“. „აქსისისთვის“, როგორც დეველოპერულიკომპანიისათვის, თანამედროვე ხედვების შესაბამისად პროექტების განხორციელებისას, მნიშვნელოვანია უბნისათვის ახალი სიცოცხლის მიცემა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...