0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სს ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული „არსი კოლა ყავით“ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული „არსი კოლა“ ყავის არომატით (RC Cola Coffee) გემოსა და ხარისხის საერთაშორისო ინტიტუტის (ITQI) მიერ უმაღლესი გემოს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. აღნიშნულის თაობაზე, ოფიციალური შეტყობინება ქართულმა კომპანიამ  მაისის ბოლოს მიიღო.

საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტების გამოსავლენად, გემოსა და ხარისხის საერთაშორისო ინტიტუტმა ბრმა შერჩევა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც  90 ქვეყნის 1850-მდე საკვებ და სასმელ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიის ჯილდო მიენიჭა. პროდუქტების დაგემოვნება და შეფასება ევროპის წამყვანი კულინარიული ასოციაციების შეფ მზარეულებისა და სომელიეებისგან დაკომპექტებულმა ჟიურიმ უზრუნველყო. 175 შემფასებლისაგან შემდგარი ჯგუფი, პროდუქტების შეფასებას ნეიტრალური, დამოუკიდებელი და ბრმად შერჩევის მეთოდოლოგიით ახორციელებდნენ. დაგემოვნებისას, ჟიურისთვის უცნობი იყო როგორც პროდუქციის ბრენდი, ისე მისი წარმომავლობა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ერიკ დი  სპოლბერკის განცხადებით, ჟიურის შეფასება, მიმდინარე წელს წარმოდგენილ პროდუქციასთან მიმართებაში ძალიან მაღალი იყო. "ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ 2018 წლის შედეგებით. ჩვენი მისიაა სამომხმარებლო კვების პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ, მოხარული ვართ ჟიურის წევრების მოსმენით, რომლებიც აღნიშნავენ რომ წელს წარმოდგენილი პროდუქციის გემო უაღრესად მაღალი იყო. ჩვენ დავაჯილდოვეთ 1,800-მდე პროდუქტი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მწარმოებლები უფრო მეტად ეძებენ ხალხმრავალ ბაზრებზე მათი პროდუქტების დივერსიფიცირების და მომხმარებელთა დარწმუნების გზებს.

გემოსა და ხარისხის საერთაშორისო ინტიტუტი (ITQI) წარმოადგენს საკვები და სასმელი პროდუქტების შეფასებისა და სერტიფიცირების მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციას, რომელიც უკვე 15 წელია აწარმოებს კვლევებს ამ მიმართულებით. ამ ხნის მანძილზე, ინტიტუტმა უზრუნველყო 130 ქვეყნის 10 000 პროდუქტის შეფასება. ITQI-ის ჟიური აერთიანებს ევროპის თხუთმეტამდე პრესტიჟული კულინარიული და სასმელი ასოციაციების, მათ შორის  „Maîtres Cuisiniers de France“-ის, „Association de la Sommellerie Internationale (ASI)“-ის, „Federazione Italia Cuochi (FIC)“-ის, „Euro-Toques“-ის, „Federación de Asociaciones de Cocineros de España“-ის, „Verband der Köche Deutschlands“-ის შეფ-მზარეულებს და სომელიეებს. ორგანიზაციის პროცესები სერტიფიცირებულია ISO 9001 სტანდარტების შესაბამისად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები