0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის თემაზე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს

8 მაისი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული,  რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინა.  საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მიზნად ისახავს სოციალური საწარმოების  პროექტის ისეთი იდეის გრანტით დაფინანსებას,  რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას. 

ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. ესენია:

·         ფონდ „ექსესის“ პროექტი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა -charte.ge. პროექტის მიზანია განათლებაზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა და Crowdfundig პლატფორმის შექმნა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, მათ შორის კონფლიქტისპირა სოფლებში, სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, მისაღები გამოცდებისთვის კომპიუტერების გადაცემა, სასწავლო პროცესის დისტანციური კოორდინირება და მათ ოჯახებში ინტერნეტის გაყვანა.

·         სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“. საწარმოს მისიაა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის მიზნით, ქაღალდის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება და  პროდუქციის დამზადება-რეალიზება; პროექტის ფარგლებში მოხდება საწარმოს სრულად  აღჭურვა სპეციალური დანადგარებით, 2 შშმ პირის  სასწავლო პროგრამაში ჩართვა, რომლებიც შეისწავლიან ციფრულ ხატვასა და 2D გრაფიკული დიზაინს. შემდგომი დასაქმების მიზნით. საწარმოს საქმიანობის შედეგად    მოხდება გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.

·         ორგანიზაცია „ვივა არტეს“ პროექტის იდეა- ქართული ცქრიალა ღვინის საწარმოს შექმნის შესახებ. რაც არტვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე ფრანგული მეთოდით, ცქრიალა ღვინის დამამზადებელი სოციალური საწარმოს შექმნას,  კასპის  რაიონში შშმ პირების დასაქმებას და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

·         განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტის იდეა-დასუფთავების სერვისი “Perfect Clean“-ი, რომელიც გულისხმობს  სოფელ საგურამოში მოქმედ შშმ პირთა დღის ცენტრის ბაზაზე  აგარაკების დასუფთავებისა და გამწვანების სერვისის შესთავაზებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შშმ პირთა დასაქმებას.

·         ორგანიზაციის „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ პროექტი, რაც  სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში  შშმ პირებისთვის ადაპტირებული საცხობისა და გარემოს შექმნას, საცხობში  მათ დასაქმებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას გულისხმობს. საცხობი კახეთის ტურისტული მარშრუტის ნაწილი გახდება და უცხოელ ვიზიტორებს ცხობის პროცესში  ჩართვის შესაძლებლობას შეთავაზებს. საცხობი ასევე სრულად მოამარაგებს ნუკრიანში არსებულ დღის ცენტრს. 

ჯამში 2017 წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 103 პროექტმა მიიღო, რომელთაგანაც დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი შეარჩია, გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს ბანკი თოთოეულს 50 000 ლარამდე მოცულობის გრანტს გადასცემს. 

საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად  386 917  ლარამდე დაფინანსება გამოყო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები