მსოფლიო
Mome.ge - დაიხმარე ყოველთვის, როდესაც სწრაფი სესხი დაგჭირდება
2018-04-25 14:41:25
საგულდაგულო შერჩევა ყოველთვის გვაძლევს საუკეთესოს ამორჩევის შესაძლებლობას. როდესაც შესადარებელი ობიექტების რაოდენობა დიდია, უფრო მეტი შანსია, ჩვენთვის მაქსიმალურად რელევანტური ვარიანტის შერჩევისა. ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე საუკეთესო, ჩვენთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი ონლაინ სესხის შერჩევისას.
Mome.ge-ზე ნახავთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ონლაინ კრედიტს. გთავაზობთ, შეადაროთ ისინი შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: თვიური და წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, პირველი სესხის მაქსიმუმი, სესხის საერთო ლიმიტები, კრედიტით სარგებლობის ვადები, კომპანიის სამუშაო გრაფიკი დღეების მიხედვით, მსესხებლის ასაკობრივი ზღვრები, დამტკიცებული თანხის მიღების საშუალებები და სხვა.
ჩვენს კატალოგში იხილავთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ონლაინ სესხებს. შეარჩევთ სწრაფ სესხებს, რომლებიც გასცემენ 3000 ლარამდე თანხას პირველივე ჯერზე, თანაც ეს კრედიტი იფარება რამდენიმე თვის განმავლობაში. რამდენიმე ათასი ლარის სესხება ონლაინ შესაძლებელია ყოველგვარი დოკუმენტებისა და თავდებების წარდგენის გარეშე.
ჩვენთან ასევე ნახავთ ავტო და იპოთეკურ სესხებს. შეადარეთ avto lombardebi და ავტო ლიზინგები, მიიღეთ თანხა საკუთარი ავტომობილის მეშვეობით ან მის შესაძენად.
ონლაინ სესხის გაფორმება საკმაოდ მარტივია და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. იმის შემდეგ, რაც ავარჩევთ ჩვენთვის მაქსიმალურად მისაღებ ვარიანტს, გადავდივართ კრედიტორის ვებ-გვერდზე, სადაც კალკულატორზე ვირჩევთ სასურველ თანხასა და პერიოდს. შემდეგ გაგვეხსნება მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ამის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, მოგვიწევს იდენტიფიცირება, ანუ სიმბოლური თანხის გადარიცხვა ჩვენი საბანკო ანგარიშიდან სესხის გამცემი კომპანიის რეკვიზიტებზე, ხშირად ეს თანხა 1 თეთრია. სესხის დამტკიცებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ამის შემდეგ დამტკიცებული თანხა ირიცხება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე. ზოგი კომპანია გვთავაზობს თანხის მიღების ალტერნატიულ მეთოდებს, როგორებიცაა ხელზე მიღება, აიდი ბარათის მეშვეობით გატანა და სხვა.
სესხი ინტერნეტში შეგვიძლია მოვითხოვოთ მოკლე ან გრძელი ვადით. ერთ თვიანი სესხის მეშვეობით, როგორც წესი, პირველივე ჯერზე შეგვიძლია მივიღოთ საშუალოდ 500 ლარი, განმეორებითი სესხების დროს კი ლიმიტი იმატებს. ხანგრძლივი ონლაინ კრედიტის მეშვეობით პირველივე ჯერზე შეგვიძლია ვისესხოთ 3000 ლარამდე თანხა და დავფაროთ ეს კრედიტი 3-დან 24 თვემდე ვადაში. თუ ვერ ვახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, შეგვიძლია მისი გადავადება.
ჩვენს საიტზე არსებული ინფორმაცია ყველანაირად დაგეხმარებათ, გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი, ისარგებლოთ მხოლოდ ხელსაყრელი ონლაინ კრედიტით და დაზოგოთ რაც შეიძლება მეტი ფული, ამასთან ერთად მიიღოთ საუკეთესო პირობები. ჩვენთან ასევე ნახავთ ბლოგს, სადაც ყოველდღიურად იდება საინტერესო და სასარგებლო პოსტები არა მხოლოდ სესხების თემატიკაზე. Mome-ზე ასევე ნახავთ ონლაინ დახმარების ფორმას, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ყოველთვის, როდესაც კითხვა გაგიჩნდებათ ჩვენი საიტის მოხმარებისას ან უბრალოდ რჩევა გჭირდებათ.
Mome.ge - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!
კომენტარები