ბიზნესი
„ერთგულის“ და „ვისოლის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლებს
2018-04-04 10:56:48
თიბისი ბანკის „ერთგული“ ბარათი და კომპანია „ვისოლი“ მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ.
შეთავაზების მიხედვით, ის მომხმარებლები, რომლებიც აპრილის თვეში სამჯერ შეიძენენ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების საწვავს „ვისოლის“ ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე, საჩურად დაერიცხებათ 20 ერთგული ქულა. ანგარიშსწორებისას აუცილებელია თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის გამოყენება.
შეთავაზება 1 აპრილიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა პირველ 3 000 მომხმარებელს შეეძლება.
ქულების დახარჯვა და სასურველი პროდუქტის ან მომსახურების შეძენა სამი თვის განმავლობაში „ერთგულის“ნებისმიერ პარტნიორ კომპანიაში იქნება შესაძლებელი.
აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ერთგულის“ ვებგვერდზე.
კომენტარები