0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კამერონ მაკნილი: „MOXY ორიენტირებულია თანამედროვე მოგზაურებზე, რომლებიც არჩევანს ენერგიულ ექსცენტრიულ ბრენდებზე აკეთებენ“

საქართველოში ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა

დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასი, სასტუმროს არაორდინალური ნომრები - ეს MOXY,  Marriott International - ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ექსცენტრიული, ინოვაციური, ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო მიქსია, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

ახალაშენებულმა სასტუმრომ MOXY პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მოწვეული მედია ახლოს გაეცნო სასტუმროს ძირითად კონცეფციას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა სასტუმროს  ბრენდებისგან. მნიშვნელოვანია, რომ MOXY ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ინოვაციური, დინამიური, არაორდინალური სასტუმროს ნომრები და თავად ენახათ  ოთახის კარს მიღმა მყოფი არაორდინალური სტუმრები და გამხდარიყვნენ მათი თავგადასავლების  მონაწილენი.

MOXY-ში მუდმივი მოძრაობაა: საინტერესო ხალხი, ენერგიული და კრეატიული, მონდომებული CREW (თანამშრომლები). MOXY-ში მუდმივი მხიარულებაა, დიზაინი და სტილი აქ კარგადაა გათვლილი და დაგეგმლი და, ამასთანავე, საინტერესოდ არის შესარულებული - ეს ყველაფერი სასტუმროს პირველმა სტუმრებმა შემოსვლისთანავე იგრძნეს და გაითავისეს.

სპეციალურად მათთვის მოეწყო  გათამაშება, რომლის მეშვეობით გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცა, ერთი ჯადოსნური ღამე, სწორედ ახლადგახსნილ MOXY-ში გაეტარებინა. გათამაშების გამარჯვებული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გადაცემა P.S.-ის პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი გახდა: „მშვენიერი სასტუმროა, პირველად მოვიგე ცხოვრებაში, რასაც საერთოდ არ ველოდი და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. წარმატებები მინდა ვუსურვო სასტუმროს მენეჯმენტს, აუცილებლად გესტუმრებით“.

„სასიამოვნოა, როცა ასეთი დონის სასტუმრო  იხსნება,  რაც ცალსახად ნიშნავს,  რომ ქვეყანაში ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესი  ვითარდება,“ - ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე. 

სასტუმროს 130 ოთახი ექნება და ლობი, რომელიც ყველა ძირითადი აქტივობის, სხვადასხვა შეჯიბრის თუ ღონისძიების მთავარი ლოკაციაა. აქ, თითეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy შეიქმნება. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები.

MOXY ორიენტირებულია თანამედროვე მოგზაურებზე, რომლებიც  არჩევანს ენერგიულ ექსცენტრიულ ბრენდებზე აკეთებენ. მოგზაურებს ჩვენ ვთავაზობთ კომფორტს და ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ფასებს, ის ხელმისაწვდომი და მიმზიდველია ყველასთვის, რაც MOXY-ს პროდუქტს, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით,  მეტ უპირატესობას სძენს ბაზარზე,“ - განმარტავს თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტ თბილისის, მოქსი თბილისის გენერალური მენეჯერი, კამერონ მაკნილი.

სასტუმროს მიმღების ფუნქცია  ბარმა შეითავსა და მოწვეულ სტუმრებს შემოსვლისთანავე  კოქტეილით გაუმასპინძლდა. ასევე იყო სარელაქსაციო ზონა, უზარმაზარი მაგიდით, სადაც სასტუმროს პირველმა სტუმრებმა განტვირთვა და უგემრიელესი ფურშეტის დაგემოვნებაც  შეძლეს. MOXY-ში ყველა სტუმარს უამრავი თამაშიც შესთავაზეს, რომელსაც მისი კრეატიული, ენერგიული, უკომპრომისო და ექსცენტრიული Crew უძღვებოდა.

„ეს არის პირველი, MOXY ბრენდის სასტუმრო, არამარტო საქართველოსა და კავკასიაში,  არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. მნიშვნელოვანია ასეთი დონის ბრენდების შემოსვლა საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტურისტული ბიზნესის განვითარებას. ამასთან, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას,  მოხდება მათი გადამზადება იმ სტანდარტების შესაბამისად,  რაც მიღებულია „MOXY-ის“ ქსელში,“ - აღნიშნავს გეოპლანტის კომერციული დირექტორი, მიხეილ ჭკუასელი.

MOXY-ის პირველი სასტუმრო 2014 წლის სექტემბერში, მილანში გაიხსნა.  თბილისში კი, MOXY ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა, აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.

 ჯი-ემ-თი ჯგუფსა" დამარიოტს" შორის სასტუმრო MOXY–ის მართვის ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ახალ სასტუმროში ინვესტირებული თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს.  მნიშვნელოვანია, რომ ჯი-ემ-თი ჯგუფს" კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკთან" ერთად საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სასტუმრო "თბილისი მარიოტი", "ქორთიარდ მარიოტი", "" კლასის საოფისე ფართიჯი-ემ-თი პლაზა", რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" და მთაწმინდის ყოფილი რესტორან "ფუნიკულიორის" აღდგენა - რეკონსტრუქცია.

 

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები